მსოფლიოსაზოგადოება

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

31 ადამიანი ელაზიღის პროვინციაში დაიღუპა, ხოლო ოთხი – მეზობელ მალათიის პროვინციაში, დაშავებულთა რიცხვი 1600-ს აღემატება.

მაშველებმა ნანგრევებიდან 45 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამჟამად ელაზიღის პროვინციის სამ ადგილას მიმდინარეობს.

სამუშაოებში მონაწილებს ათასობით მაშველი, ასევე ჩართულია ასობით მოხალისე. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კარვებით, პირველადი საჭიროების ნივთებით და სურსათით მოამარაგეს.

თურქეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ შენობებში არ შევიდნენ, რადგან არსებობს მათი ჩამონგრევის საფრთხე.

ორ პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგების შედეგად განადგურდა 76, ხოლო დაზიანდა 645 შენობა.

6,8 მაგიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 24 იანვარს მოხდა, ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების ორგანოს მონაცემებით, მიწისძვრას 700-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close