იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი გარდაიცვალა – პირველი ლეტალური შემთხვევა ქვეყანაში

გამოვლენილია 16 დადასტურებული შემთხვევა ლომბარდიაში, ორი - ვენეტოში

იტალიაში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო „ანსა“ ვენეტოს რეგიონის გუბერნატორის, ლუკა ძაიას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

78 წლის ადრიანო ტრევიზანი პადუის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც იგი 10 დღის წინ მოათავსეს სხვადასხვა პათოლოგიით. პაციენტს კორონავირუსზე ჩაუტარეს ტესტი და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

კიდევ ერთი დაავადებული 67 წლის მამაკაცი იმყოფება პადუის საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში, რომლის ტესტი კორონავირუსზე, ასევე, დადებითი იყო. მამაკაცი თავიდან მირანოს (ვენეცია) გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ დოლოს (ვენეცია) რეანიმაციაში, ბოლოს კი, მდგომარეობის გაუარესების გამო პადიუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ანსას“ ინფომაციით, მე-16 შემთხვევა დაფიქსირდა კრემონაში (ლომბარდია), სადაც დღეს ყველა სკოლა და საზოგადოებრივი დაწესებულება დაკეტილია.

აგრეთვე, მთავრობამ ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება გააუქმა, სკოლები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის დაწესებულებები კი დახურა ქალაქებში, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა.

ამჟამად ლოდის პროვინციის 50 ათასამდე მცხოვრები, ფაქტობრივად, კარანტინში იმყოფება საკუთარ სახლში – მათ ადგილორბივმა მთავრობამ სახლიდან გამოსვლისა და სოციალური კონტაქტებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ინდიცირებულთა შორის 5 მედიკოსი და ერთი – ფეხმძიმე ქალია.

ამჟამად ექიმები ასობით პირს იკვლევენ, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

ბრიუსელიდან, ევროკავშირის სამიტიდან დაბრუნებულმა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა.

„ჩვენ ყველა აუცილებელი ზომა მივიღეთ და მზად ვართ შემდგომი მოქმედებებისთვის, თუ აუცილებლობა იქნება“, – განაცხადა იტალიის მთავრობის მეთაურმა.

შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ახალი დაავადებულებისგან არცერთი არ ყოფილა ჩინეთში. როგორც უკვე ვწერდით, ერთ-ერთმა ინფიცირებულმა, 38 წლის მამაკაცმა კოდონიოს კომუნიდან (ლოდის პროვინცია) სიმპტომების გამოვლენამდე მეგობართან ივახშმა, რომელიც ჩინეთიდან ახალი დაბრუნებული იყო. აღსანიშნავია, რომ თავად ჩინეთიდან დაბრუნებული პირის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

მამაკაცი სამშაბათს საავადმყოფოში მივიდა გრიპის სიმპტომებით და ექიმთან ვიზიტის შემდეგ სახლში გაუშვეს, ხოლო მეორე დღეს ისევ დაბრუნდა და საავადმყოფოში მოათავსეს, ხუთშაბთს საღამოს კი, ტესტის პასუხის შედეგად, დადგინდა, რომ მამაკაცი კორონავირუსით ინფიცირებული იყო. ვირუსით ინფიცირებულია მისი ორსული ცოლიც.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close