მედიცინა

ექიმები კიდევ ერთ საშიშ ვირუსულ ინფექციაზე გვაფრთხილებენ

როგორ დავიცვათ თავი?

გერმანელი ექიმები შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში გახშირდა საშიში დაავადების – თვალის გრიპის შემთხვევები, იუწყება მასმედია.

ამ დროისათვის დაავადების გამომწვევის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის, არ არსებობს არც ეფექტიანი თერაპია და მედიკამენტები.

პირველად ამ პრობლემის შესახებ სპეციალისტები 2016 წელს იტყობინებოდნენ. მაშინ ქალაქ ბონში ოფთალმოლოგებმა პირველად დააფიქსირეს თვალის გრიპის ეპიდემია.

დაავადების კლინიკურ ნიშნებს რაც შეეხება: თავიდან  ინფიცირებულს ერთი თვალი უწითლდება, შემდეგ ქუთუთო შუპდება და ჩნდება თვალში უცხო სხეულის შეგრძნება.

დაავადების გამწვავების შემდეგ ვითარდება ძლიერი ქავილი და მგრძნობელობა სინათლის მიმართ. ამას გარდა, პაციენტს აღენიშნება საერთო სისუსტე, თვალიდან ძლიერი ცრემლდენა და მაღალი ტემპერატურა. ექიმების თქმით, დაავადების საინკუბაციო პერიოდი 12-15 დღეა და ამ დროს ადამიანი საშიში ხდება იმ თვალსაზრისით, რომ მისგან დაავადება შეიძლება სხვას გადაედოს, რადგან თვალის გრიპი ადვილად გადადის. იმისათვის, რომ თვალის გრიპი ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედოს, ფიზიკური კონტაქტიც საკმარისია.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ინფექცია ძლიერ რეზისტენტულია მედიკამენტების მიმართ. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ დაავადებას ხანგრძლივი გართულებები მოსდევს. ყველაზე მეტად თვალის გრიპისგან რქოვანა ზიანდება და მან შესაძლოა თვალის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს – სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციაც კი შეიძლება გახდეს საჭირო. უარეს შემთხვევაში, პაციენტმა შესაძლოა მხედველობა დაკარგოს.

სპეციალისტების რეკომენდაციები თვალის გრიპისგან თავდასაცავად სტანდარტულია:

ხშირად და გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები საპნით;

მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტს;

ტრანსპორტში ან ქუჩაში/საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისას მოერიდეთ დაუბანელი ხელის მოსმას პირზე, ცხვირსა და თვალზე, რადგან ვირუსი ორგანიზმში ლორწოვანი გარსიდან აღწევს;

აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მიიღეთ ბევრი სითხე და სვით ვიტამინი C;

გაიძლიერეთ იმუნიტეტი (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაზაფხულის პირას, ნაზამთრალი ორგანიზმისთვის, რომელიც, გვინდა არ გვინდა, ვიტამინების ნაკლებობას განიცდის);

ხშირად ანიავეთ შენობა;

დაავადების შემთხვევაში მიიღეთ ანტივირუსული პრეპარატები (ექიმის რეკომენდაციით).

ნინო ხოშტარია

5 მარტივი საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close