მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტებიჯანმრთელობა

5 მარტივი საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ორგანიზმს თუ ძლიერი იმუნიტეტი აქვს, ადვილად იცავს თავს დაავადებებისაგან, ამიტომ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ, რომ მტკიცე იმუნიტეტი გვქონდეს. გაგაცნობთ 5 მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას ორგანიზმის დამცავი ძალების გასაძლიერებლად. 

1. ერთი ჭიქა ნიგოზი და ერთი ლიმონი დააქუცმაცეთ (გნებავთ, ხორცსაკეპში გაატარეთ), დაასხით ერთი ჭიქა თაფლი და კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში.

2. სწრაფად ხსნის ქრონიკულ დაღლილობას ფიჭვის წიწვი. ტყეში შეგროვილი ფიჭვის წიწვი გარეცხეთ და ჰაერღუმელში გააშრეთ 15 წუთის განმავლობაში (მნიშვნელოვანია, რომ წიწვი სუფთა ადგილას, საავტომობილო გზებისგან მოშორებით შეაგროვოთ, რათა ეკოლოგიურად სუფთა იყოს). შემდეგ 2 სუფრის კოვზი წიწვი დააქუცმაცეთ, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი; დაუმატეთ 3 ს/კ თაფლი და ერთი საათი შეფუთეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ძილის წინ, 10 დღის განმავლობაში.

3. შესანიშნავი ეფექტი აქვს ძველი რეცეპტის მიხედვით დამზადებულ ნარევს: 1/2 ს/კ ხმელ გვირილის ყვავილს დაასხით 200 მლ რძე, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ შეაგრილეთ, თბილში (და არა ცხელში) გახსენით 1 ს/კ თაფლი, გაწურეთ და ძილის წინ მიიღეთ.

4. იმუნიტეტის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით მამაკაცებისათვის, კარგი საშუალებაა გოგრის თესლის, თაფლისა და კონიაკის ნარევი. ნახევარ ჭიქა გარჩეულ გოგრის თესლს დაასხით ნახევარი ჭიქა თხევადი თაფლი და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კონიაკი. მიიღეთ 1 ს/კ ნარევი უზმოზე ყოველდღე, სულ ცოტა, 3 კვირის განმავლობაში.

5. თუ სისუსტემ შეგაწუხათ, მიიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ყურძნის წვენი ჭამის წინ მანამ, სანამ უკეთესობას არ იგრძნობთ.

თამარ ქავჟარაძე

მსგავს თემაზე: კვერცხის ნაჭუჭის აპკის გამოყენება ხალხურ მედიცინაში

ნუგბარი, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close