რას არ გაიგებ/ფაქტები

39 წლის ქალი, რომელმაც ბუნებრივად 44 შვილი გააჩინა

39 წლის უგანდელი მარიამ ნაბათანზი (MARIAM NABATANZI) თავის 38 შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს, იმიტომ რომ ბოლო 2 წელია ქმარმა ისინი მიატოვა. ქალმა 6-ჯერ შვა ტყუპი, 4-ჯერ – 3 ტყუპი და 3-ჯერ – 4 ტყუპი, 8-ჯერ კი – თითო ბავშვი – სულ 44, თუმცა 6 მათგანი პატარაობაშივე გარდაიცვალა და ახლა მას „მხოლოდ“ 38 შვილი დარჩა!

მარიამმა ყველა ბავშვი ბუნებრივი გზით გააჩინა ერთი მამაკაცისგან. იგი 12 წლისა გაათხოვეს, მას შემდეგ, რაც დედინაცვლის ხელით სიკვდილს გადაურჩა. ამბობენ, თითქოს დედინაცვალმა საჭმელში დაფშვნილი მინა გაურია და მარიამის 4 და-ძმა დახოცა, თუმცა თავად მარიამი ჭამის დროს არ იმყოფებოდა სახლში და გადარჩა.

მისი 40 წლის ქმარი პოლიგამი იყო და უკვე ჰყავდა რამდენიმე შვილი. პირველივე ჯერზე (13 წლისამ) მარიამმა ტყუპი გააჩინა და ყოველ მომდევნო 2 წელში ხელახლა მშობიარობდა. გინეკოლოგების დასკვნით, ქალს არანორმალურად დიდი საკვერცხეები აქვს, რომლებიც ძალზე ბევრ კვერცხუჯრედს აწარმოებენ. მთელ თავის მრავალრიცხოვან ჯალაბობასთან ერთად მარიამ ნაბათანზი 4 კუსტარულად აშენებულ სახლუკაში ცხოვრობს, რომლებიც უგანდის დედაქალაქ კამპალიდან 50 კმ-ში, სოფელ კაბიმბირიში მდებარეობს. სოფლის მაცხოვრებლების მთავარი საქმიანობა ყავის მოყვანაა. უგანდაში საშუალოდ ოჯახში 5-6 ბავშვია, ასე რომ, მათთვისაც კი მარიამის ოჯახი წარმოუდგენლად დიდია.

ბოლო მშობიარობა ქალს 2 წლის წინ ჰქონდა. მაშინაც ტყუპი დაიბადა და ერთ-ერთი მათგანი მშობიარობისას დაიღუპა. ქმარმა ბავშვის სიკვდილში მარიამი დაადანაშაულა და სახლი მიატოვა. მარიამი მის სახელს წყევლით იხსენებს: „მე ცრემლსა და გაჭირვებაში ვიზრდებოდი მის თვალწინ, ის კი ჩემს ტანჯვას ყურადღებას არ აქცევდა“.

მარიამი ხან პარიკმახერად მუშაობდა, ხან დეკორატორი იყო, ხარშავდა ჯინს (ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელი), აგროვებდა და ჰყიდდა ჯართს, ხან კი სამკურნალო ბალახებს, რომ რამენაირად შვილები გამოეკვება. სკოლის დამთავრება მხოლოდ რამდენიმე მათგანმა შეძლო. ყოველდღიურად ოჯახის გამოკვებაზე 25 ფუნტი (10 კგ) სიმინდის ფქვილია საჭირო. ხანდახან მათ რაციონს თევზი ან ხორციც ემატება, მაგრამ ეს ძალზე იშვიათად ხდება. პრობლემაა დასაწოლი ადგილებიც, საწოლების გარდა სახლუკებში სხვა ავეჯი არც არის. უფროსი შვილები მას უმცროსების გაზრდასა და გამოკვებაში ეხმარებიან.

მარიამის შესახებ 2017 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ადგილობრივმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია მასზე, როგორც ყველაზე მრავალშვილიან დედაზე.

„მე მძიმე და გაუხარელი ბავშვობა მქონდა და ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩემი შვილები ბედნიერები იყვნენ“, – ამბობს მარიამი.

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: ქალმა 99 წელი იცოცხლა შინაგანი ორგანოების სარკისებური განლაგებით

ნახეთ ვიდეო მარიამის ოჯახზე:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close