საქართველოსაზოგადოება

ალექსანდრე ზაზარაშვილი კვლავ მუსიკალური მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია

უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია.

Best of The Voice Kids-მა გამოაქვეყნა საუკეთესო 10 კონკურსანტის ვიდეო, რომლებმაც ქალი პოპ-ვარსკვლავების სიმღერები ყველაზე კარგად შეასრულეს.

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ კონკურსანტები ნიდერლანდებიდან, ფილიპინებიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ალბანეთიდან, ინდონეზიიდან. მათ ყველაზე კარგად იმღერეს რიანას, ბიონსეს, სელინ დიონის, უიტნი ჰიუსტონის, მერაია ქერის, ბრიტნი სპირსის, კრისტინა აგილერას, ბარბრა სტრეიზანდის, ლედი გაგას და კელი კლარკსონის სიმღერები.

ალექსანდრე ზაზარაშვილი რჩეულ ათეულში სელინ დიონის სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის მოხვდა.

artinfo.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close