საქართველოსაზოგადოება

გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

82 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, კინორეჟისორი გიორგი შენგელაია.

გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

გიორგი შენგელაიას პირველი ფილმი „ალავერდობა“ (1962) იყო, რომელიც მწერალ გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით გადაიღო. მასში მთავარ როლს გეიდარ ფალავანდიშვილი ასრულებს.1969 წელს შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ფიროსმანი“ გენიალური ნიკო ფიროსმანის შესახებ.

გიორგი შენგელაიას ფილმებს შორის განსაკუთრებით ცნობილია „მაცი ხვიტია“ (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ (1973), მუსიკალური კომედია „სიყვარული ყველას უნდა“ (1980), „ხარება და გოგია“(1987), … მისი ბოლო ნამუშევრები იყო „სიყვარული ვენახში“ (2000) და „მიდიოდა მატარებელი“ (2005).

„ალავერდობა“ – გეიდარ ფალავანდიშვილის მოგონებები გურამ რჩეულიშვილზე და ფილმის გადაღების პროცესზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close