შეუცნობელი

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ გავცეთ და არა მივიღოთ: ციური სიბრძნე

ისრაელის მიწაზე ორი ტბაა, ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებული.

პირველი ჩრდილოეთით მდებარეობს, გინოსარის დასახლებული პუნქტის მახლობლად და მას ტიბერიის ტბას უწოდებენ (ადგილობრივები კი – „იამ ქინერეთს”). ჩვენთვის ეს ტბა ბიბლიური სახელითაა ცნობილი – გალილეის ზღვა.

წყალსატევი ულამაზეს ადგილას მდებარეობს: გარშემო მიწა მთლიანად დაფარულია მწვანე ხალიჩით, სამოთხის ფრინველები მღერიან. ხალხს მოსწონს ამ ტბის მახლობლად დასახლება, რადგან მასში წყალი სუფთაა და გამაგრილებელი, ტბა მდიდარია თევზით.

მეორე ტბა სამხრეთ ისრაელში მდებარეობს და მას „მკვდარ ზღვას“ უწოდებენ. მის გარშემო უდაბნო და დუმილი მეფობს, ფრინველების ჟივილ-ხივილი არ ისმის. წყალი ძალიან მარილიანია, ამიტომაც მასში სიცოცხლე არ არის.

ეს ტბები ტურისტებში ძალიან პოპულარულია, მაგრამ ნებისმიერი მოგზაური, რომელიც ორივე ადგილზეა ნამყოფი, აუცილებლად გეტყვით, რომ ისინი ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავდებიან.

რატომ ხდება ასე?

ორივე წყალსატევს მდინარე იორდანე კვებავს. ის ჩრდილოეთიდან მოედინება და გალილეის ზღვას უერთდება, შემდეგ გზას სამხრეთისკენ – მკვდარი ზღვისკენ აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ იორდანე გალილეის ზღვაში ჩაედინება, ტბა მის წყლებს არ იტოვებს და მდინარეს უბრუნდებს. მკვდარი ზღვა კი მხოლოდ იმას აკეთებს, რომ იორდანეთი „იკვებება“ და არაფერს იძლევა – ის გაუმდინარია.

ტბების ეს მაგალითი ძალიან ჭკუისსასწავლებელია. ის, ვინც იღებს და სხვაზე გასცემს, აყვავდება და ის, ვინც მხოლოდ იღებს და სანაცვლოდ არაფერს იძლევა – კვდება.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close