მსოფლიოnews

როგორ შეხვდა კოსმოსიდან სახლში დაბრუნებულ ნასას ასტრონავტს საკუთარი ძაღლი (ვიდეო)

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გატარებული 328 დღის შემდეგ, ნასას ასტრონავტი კრისტინა კუკი დედამიწაზე დაბრუნდა. მან კოსმოსში ყოფნის ხანგრძლივობის რეკორდიც დაამყარა ქალებს შორის. ამ დროის განმავლობაში კუკი სადგურიდან ექვსჯერ გავიდა ღია კოსმოსში.

თითქმის ერთი წლის შემდეგ სახლში დაბრუნებულ კრისტინას თავის ძაღლი წარმოუდგენლად გახარებული შეეგება.

ემოციური შეხვედრის ამსახველ ვიდეოს ასტრონავტი „ტვიტერზე“ აქვეყნებს.

„არ ვიცი, მე უფრო გახარებული ვიყავი თუ ძაღლი“, – წერს კუკი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close