იტალიაეკონომიკა

ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძული აუქციონზე გაიყიდება

ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძული აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა VVOX-ი ავრცელებს.

კუნძულ ტესერას ფართობი 4100 კვადრატული მეტრია. ის ერთ-ერთ იტალიელ დეველოპერს ეკუთვნის, რომელსაც კუნძულზე კურორტის მოწყობა სურდა, თუმცა როდესაც ფინანსური პრობლემები შეექმნა, კუნძულის გაყიდვა გადაწყვიტა.

აუქციონი 3 მარტს გაიმართება, კუნძულის საწყისი ფასი 2,2 მილიონი ევროა. მისი გაყიდვა მფლობელმა 2019 წელს სცადა, თუმცა 3,2 მილიონი ევროს გადახდის მსურველი ვერ მოიძებნა.

ვენეციის ლაგუნაში 100-ზე მეტი კუნძულია. ბოლო წლებში აუქციონზე ორი კუნძული – სან-კლემენტე და საკა-სესოლა გაიყიდა. კუნძულებზე, სადაც ადრე მუნიციპალური საავადმყოფოები მდებარეობდა, ახალმა მფლობელებმა სასტუმროები გახსნეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close