ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც მარტოობას მშვიდად იტანენ

მარტოობა ყველას აშინებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თავს მშვიდად გრძნობენ და დიდად არ შფოთავენ საყვარელი ადამიანის, ოჯახის, მეგობრების გარეშეც კი. მათ არ სწყინდებათ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, რაც ინდივიდის თვითკმარობაზე მეტყველებს.

 

ტყუპი

მათ ცხოვრებაში ზოგჯერ ადამიანები ჩნდებიან და ისე სწრაფად ქრებიან, როგორც ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავის კვალი. ტყუპები ხშირად კარგავენ ბედნიერების შანსს შემთხვევითი ნაცნობების ნაკადში. ისინი შეიძლება ისეთ ადამიანს „აედევნონ“, რომ შედეგად არაფერი დარჩეს. თანაც განსაკუთრებული მოთხოვნით ოჯახური კერის მიმართ ტყუპები მაინცდამაინც არ გამოირჩევიან, მით უმეტეს, ახალგაზრდულ წლებში და პარტნიორის მხრიდან თავს შეზღუდულად თუ გრძნობენ, მარტივად ასრულებენ ურთიერთობას.

ამ ნიშნის წარმომადგენლები არამდგრადები არიან, მათი დამოკიდებულება მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. ყოველი ახალი გარეგნობისათვის ტყუპებს ახალი პარტნიორი სჭირდებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილმა რჩეულმა ძნელად ამოიცნოს მის „განახლებულ იმიჯში“ თავისი სულიერი მეგობარი. განწყობის ხშირმა ცვლილებებმა საბოლოო ჯამში შეიძლება მარტოობამდე მიიყვანოთ, რაც თავიდან აშინებს ტყუპებს ისევე ძლიერ, როგორც ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებს. ასაკის მატებასთან ერთად კი ისინი მარტოობის ფილოსოფიურად აღქმას იწყებენ და თანდათან კარგავენ მის მიმართ შიშის გრძნობას.

 

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლები პანიკაში არ ვარდებიან მარტოობისას და მშვიდად ეგუებიან შექმნილ ვითარებას. ქალწულები ძალიან მომთხოვნები არიან. მათთვის რთულია პარტნიორის პოვნა იმის გამო, რომ სანამ ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯს გადადგამენ, ათასგზის უნდა აწონ-დაწონონ, რადგან თვლიან, რომ მათ გვერდით შეიძლება იყოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც სრულად შეეფერებათ და აუცილებელი თვისებების მათეულ ჩამონათვალსაც შეესაბამება. ქალწულები ძალიან კრძალვით ეპყრობიან თავიანთ „ურთიერთობის კოდექსს“. ისინი არ არღვევენ ამ კოდექსის წესებს და არც პარტნიორებს აძლევენ ამის უფლებას.

ქალწულს შეუძლია უყოყმანოდ დაარღვიოს დიდი ხნის ურთიერთობა, თუ მის რჩეულს საქმე ცუდად წაუვიდა ან მის მოლოდინებს ვეღარ ამართლებს. მეორე ნახევრის მიმართ ასეთი აუღელვებელი დამოკიდებულება ქალწულს საკუთარი თავის კონტროლში ეხმარება. ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებენ და პანიკაში არ ვარდებიან მაშინაც კი, როდესაც მოახლოებული მარტოობის „სუნთქვას“ გრძნობენ. თუ ეს კანონზომიერი შედეგია, მაშინ ქალწული მას ღირსეულად მიიღებს. ვერ ვიტყვით, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ ეშინიათ სიმარტოვის, მაგრამ ისინი არასოდეს მიმართავენ ნებისმიერ მეთოდებს ამის თავიდან ასაცილებლად.

 

მორიელი

ამ ნიშნის წარმომადგენლების დამოკიდებულება ახლობელი ადამიანების მიმართ სათუთია. ამავე დროს, მათ საახლობლო წრეში მოხვედრა ადვილი არ არის. მორიელს რთული, მომთხოვნი ხასიათი აქვს და მის გარემოცვაში მოსახვედრად ადამიანებს რთული „ტესტის“ გავლა უწევთ. მორიელები თითქმის არასოდეს ცდილობენ მიზანმიმართულად ვინმეს სიმპათიის მოპოვებას. მუდმივი კაპრიზების გამო, რომელთა ატანაც ყველას არ შეუძლია, მოკლეა იმ ადამიანების სია, რომელთაც სურთ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავონ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლის ცხოვრებაში.

მორიელი მშვიდად უძლებს მარტოობას. მას ურჩევნია მშვიდობიანად იცხოვროს საკუთარ თავთან, თუ ვერ პოულობს ადამიანს, რომელსაც მის სულში სიცარიელის შევსება შეუძლია. მერწყულისგან განსხვავებით, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები პირველივე შემხვედრთან არ დაიჭერენ ურთიერთობას მხოლოდ იმისთვის, რომ ცარიელ ოთახში ექო არ ისმოდეს.

 

მერწყული

მათი ცხოვრება დაუსრულებელ მოგზაურობას ჰგავს, სადაც ადამიანები, თითქოს ცვლადი სურათები გზისპირას, მცირე ხნით ჩნდებიან და მერე წარსულში უჩინარდებიან. მერწყულის ცვალებად განწყობასთან მიყოლა თითქმის შეუძლებელია. ბევრი მათ ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ზოდიაქოს ნიშნად მიიჩნევს. სინამდვილეში მერწყულს ფარულად ეშინია მარტოობის, თუმცა შეგუება შეუძლია, შიში კი მაინც არსად ქრება.

მარტოობა თან სდევთ მათ, რადგან იმ ადამიანის გვერდით, რომელიც მუდმივად იცვლება, ვერავინ დარჩება. ამ ქვეცნობიერი შიშის გამო მერწყულები მარტივ ურთიერთობებში ერთვებიან და ხშირად თანამგზავრებს პირდაპირ „ქუჩაში“ პოულობენ, სულ რამდენიმედღიანი ნაცნობობის შემდეგ.

მერწყული ინდივიდუალისტი ნიშანია. ზედმეტად უყვარს საკუთარი დამოუკიდებლობა. მერწყულები მზად არ არიან იშრომონ, შეიცვალონ და სხვების ინტერესები გაითვალისწინონ, რათა ურთიერთობები გაამყარონ. ამის აუცილებლობას მხოლოდ წლების განმავლობაში აცნობიერებენ. ცხოვრება კი მათ ხშირად კიდევ უფრო მარტოსულად აქცევს იმ მეთოდების გამო, რომლებსაც იყენებენ, რათა მარტო არ დარჩნენ.

თამთა გურული

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close