იტალიაპოლიტიკა

იტალიის სენატმა მატეო სალვინის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა (ვიდეო)

იტალიის სენატმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მატეო სალვინის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყების საკითხს ე. წ. გრეგორეტის საქმეზე კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ იუწყება. 

საქმე ეხება გასული წლის ივლისში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ 131 მიგრანტს იტალიის პორტში სამხედრო გემიდან გადასვლის ნება არ მისცეს 4 დღის განმავლობაში, 31 ივლისამდე.

„ამას ველოდი. სრულიად მშვიდად ვარ და ამაყი ვარ იმის გამო, რაც გავაკეთე და იმავეს გავაკეთებ, როგორც კი ხელისუფლებაში დავბრუნდები, – უთხრა კენჭისყრის შემდეგ იტალიის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა, ულტრამემარჯვენე პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ „ანსას“ კორესპონდენტს. – … მე იტალია დავიცავი“.

სენატორებმა სალვინის პარტია „ლიგიდან“ კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვეს.

ამასთან, 27 თებერვალს სენატის კომიტეტი კიდევ ერთ დადგენილებას გამოიტანს, წაუყენოს თუ არა ბრალი მატეო სალვინის სიცილიის სანაპიროსთან 2019 წლის 14-20 აგვისტოს პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციის ხომალდზე 107 მიგრანტის დაყოვნების გამო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close