მსოფლიოსაზოგადოება

საუკუნის გარიგება: მოსკოვში დედოფალ ელიზაბეთის ბინა იყიდება

ელიზაბეთ მეორეს მოსკოვში 12 მილიონ დოლარად შეფასებული ოთხი ბინა აქვს

მოსკოვში გასაყიდად გაიტანეს ბინა, რომელიც ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორეს ეკუთვნის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости“.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის უმსხვილეს უძრავი ქონების სააგენტოში ამ დროისათვის საუკუნის გარიგება მზადდება მაცხოვრის ტაძრის მახლობლად, ობიდენსკის პირველ შესახვევში მდებარე 250 კვ.მ ფართობის ბინასთან დაკავშირებით, რომლის მფლობელადაც რეესტრში მისი უდიდებულესობა დედოფალი ელიზაბეთია რეგისტრირებული, ოღონდ, როგორც კანადის მმართველი (ელიზაბეთ მეორე არის  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური და, ასევე, კიდევ 15 სახელმწიფოს მეთაური, მათ შორის, კანადისაც).

ამასთან, კანადის საელჩოს განცხადებით, უძრავი ქონება დედოფალზეა გაფორმებული, ვინაიდან ფორმალურად ის გახლავთ სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ რეალურად საცხოვრებელი კანადის მთავრობის საკუთრებაა.

უძრავი ქონების სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული საცხოვრებლის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება მილიონ-ნახევარ რუბლამდე (საშუალოდ 23 719.36 ათასი აშშ დოლარი) მერყეობს. ბინის გაყიდვის მიზეზი არ სახელდება.

მანამდე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელიზაბეთ მეორეს ობიდენსკის პირველ შესახვევში ოთხი ბინა აქვს – საერთო ფართით 839 კვადრატული მეტრი.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close