fbpx
მედიცინამსოფლიო

რა კავშირი აქვს „ეშმაკის დედას“ კორონავირუსის გავრცელებასთან?

პროფესორი ჩენ-ლი ში: „ვფიცავ ჩემს ცხოვრებას, ვირუსს ლაბორატორიასთან საერთო არაფერი აქვს“

2004 წელს ჩინეთის იუნანის პროვინციის უდაბნოში უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ველური ღამურებით სავსე გამოქვაბული აღმოაჩინა. გამოქვაბულის ღამურები, მეცნიერთა თქმით, ჯერ კიდევ 2004 წელს ჩატარებული კვლევით, რესპირატორულ სისტემასთან დაკავშირებულ ასობით ვირუსს ატარებდნენ.

2005 წელს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, სადაც ღამურები და სასუნთქი სისტემის ვირუსები ერთმანეთს  პირველად დაუკავშირეს. გამოქვაბულის ზუსტი ადგილმდებარეობა მკაცრად დაცული საიდუმლოა.

ვირუსოლოგმა ჩენ-ლი შიმ, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა, მაშინ აღმოჩენილი შტამი გაასაჯაროვა, რომელიც 2019 წელს აღმოჩენილი კორონავირუსის თითქმის იდენტურია – ვირუსის, რომელმაც მსოფლიოში ამ დროისთვის უკვე 1369 ადამიანის გარდაცვალება და 60 350-ზე მეტის დაინფიცირება გამოიწვია.

პროფესორმა შიმ 2019 წლის კორონავირუსის გენომის თანმიმდევრული გამოკვლევა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ გამოქვაბულის ბინადარ, ერთ-ერთი სახეობის, ცხვირნალისებრ ღამურებში აღმოჩენილი ვირუსი ახალი კორონავირუსის 96%-ით იდენტური იყო.

პროფესორი ში და მისი კოლეგები, როგორც თავად ამბობენ, მაშინვე ვარაუდობდნენ, რომ ღამურებს ადამიანებისთვის ეპიდემიური საფრთხის გამოწვევა შეეძლოთ. მათი კვლევა ეწინააღმდეგება იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ამ ვირუსს ღამურებიდან ადამიანის სხეულში მოსახვედრად „შუალედური მასპინძელი“ სჭირდება. მეცნიერების მტკიცებით, გამოქვაბულთან ახლოს მცხოვრებ ადამიანების 3%-ს ვირუსებისადმი იმუნიტეტი აქვს, რაც, მათი აზრით, ამტკიცებს, რომ ადამიანები ინფიცირებულები წარსულშიც იყვნენ.

ვირუსოლოგ ჩენ-ლი შისა და მისი კოლეგების მიერ აღმოჩენილი შტამის გასაჯაროვების მიზეზი პროექტისთვის დაფინანსების შეწყვეტა გახდა.

პროფესორ შის საქმიანობაზე ბევრ ჩინელს განსხვავებული მოსაზრება აქვს და ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ მას ვაქცინის შექმნა შეუძლია, ზოგი კი პირიქით, თვითონ ვირუსის შექმნაში ადანაშაულებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მას ბრალს სდებენ, რომ კორონავირუს, სწორედ მისი ლაბორატორიიდან, „უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან“ გავრცელდა, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში მდებარეობს.

ჩენ-ლი ში

პროფესორ შის „ეშმაკის დედაც კი უწოდებენ“. თავად იგი ბრალდებებს უარყოფს. SCMP მესიჯს ასაჯაროებს, რომელიც მეცნიერმა მეგობარს WeChat-ში გაუგზავნ: „ვფიცავ ჩემს ცხოვრებას, ვირუსს ლაბორატორიასთან საერთო არაფერი აქვს“.

წყარო: report.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close