იტალიაეკონომიკა

იტალიის ავიაკომპანიების თანამშრომლები 24-საათიან გაფიცვას მოაწყობენ

იტალიის საავიაციო კომპანიების პროფკავშირები 25 თებერვალს საერთოეროვნულ გაფიცვას მოაწყობენ, განაცხადეს პროფკავშირების წარმომადგენლებმა სამშაბათს, 11 თებერვალს. ამის შესახებ „კორიერე“ წერს.

გაფიცვა 24 საათს გაგრძელდება. მისი მონაწილეები აპირებენ მოსთხოვონ ქვეყნის ხელისუფლებას, მიიღოს საგანგებო ზომები საავიაციო დარგში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ისინი აცხადებენ, რომ იტალიაში საავიაციო დარგი კრიზისშია, კერძოდ, „ეარ იტალის“ ლიკვიდაციის შემდეგ. გაფიცვა სწორედ ავიაკომპანია Air Italy-ს მუშაობის ბოლო დღეს მოეწყობა – 11 თებერვალს მისმა თანამფლობელებმა განაცხადეს, რომ ავიაკომპანიის ლიკვიდაციის პროცედურა დაიწყო.

„არ დავუშვებთ, – აცხადებს პროფკავშირების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, – 1500 თანამშრომელი ქუჩაში აღმოჩნდეს ყველა ინსტიტუციის გულგრილი დამოკიდებულების გამო. Air Italy-ს ლიკვიდაცია ჩვენს ქვეყანაში მომუშავე უცხოური ავიაკომპანიების კიდევ ერთი მძარცველური აქტია“.

ამას გარდა, კვლავაც სერიოზული პრობლემები აქვს კომპანია Alitalia-ს, რომელიც გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close