ჯანმრთელობარჩევები

ექიმმა ყველაზე საშიში ალკოჰოლური სასმელი დაასახელა

ფსიქიატრი, ნარკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დანიელ პოკროვსკი ასახელებს, რომელი ალკოჰოლური სასმელია ყველაზე საშიში და რომელი – ჯანმრთელობისთვის ყველაზე ნაკლებად მავნე.

ექსპერტის აზრით, ლუდი უნდა აიკრძალოს. მან ლუდს „ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში სასმელი“ უწოდა.

„ალკოჰოლი ლუდის ყველაზე უვნებელი კომპონენტია. დანარჩენი კომპონენტები, რომლებიც ლუდს გარკვეულ თვისებებს სძენს – ქაფი, ფერი, გემო – ნაერთებია, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად არაჯანსაღია, მათ შორისაა ლითონ კობალტის შემცველი ნაერთებიც“, – თქვა პოკროვსკიმ.

მან განმარტა, რომ კობალტი კარდიოტოქსიკურია და 375 მლ ლუდი მის ყოველდღიურ მაქსიმალურ დასაშვებ დოზას შეიცავს. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ლუდი ძვირადღირებულია თუ იაფი: „ეს მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული სასმლის ღირებულებაზე“, – ხაზგასმით აღნიშნავს სპეციალისტი.

„ლუდსა და მის მსგავს სასმელებში შემავალი ლითონები კარდიოპათიასა და გულის გაცხიმოვნებას იწვევს. ამ პათოლოგიას ხშირად პაციენტის სიკვდილი მოსდევს“, – გვაფრთხილებს ექიმი.

მას არგუმენტად შუასაუკუნეების მხატვრების მაგალითი მოჰყავს, რომლებიც კობალტის ფუძეზე შექმნილი საღებავებით ხატავდნენ: ისინი სიბერემდე ვერ აღწევდნენ ამ ლითონის ტოქსიკურობის გამო. ნარკოლოგმა განმარტა, რომ ლუდის მოყვარულებიც შეიძლება კობალტით მოიწამლონ.

ყველაზე ნაკლებ მავნე ალკოჰოლურ სასმელად დანიელ პოკროვსკიმ მშრალი წითელი ღვინო დაასახელა. მისი თქმით, ის მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და ანტიოქსიდანტებით.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close