ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინურ კორონავირუსს ოფიციალური სახელი უწოდა: COVID-2019. ასოები CO აღნიშნავს, რომ ეს კორონავირუსია, ასოები VI აღნიშნავს „ვირუსს“, ხოლო D – „დაავადებას“.
ასეთი სტანდარტული სახელწოდების შერჩევა გამოწვეულია იმ მოსაზრებით, რომ სპეციალისტებს არ უნდოდათ, ის რომელიმე კონკრეტულ ერსა და ქვეყანასთან დაეკავშირებინათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ოგანიზაციის მონაცემებით, 11 თებერვლის საღამოსთვის მთელ მსოფლიოში ვირუსით დაინფიცირებულია 43 146 ადამიანი, გარდაიცვალა 1018, გამოჯანმრთელდა 4347 ადამიანი.
კომენტარები