მსოფლიომედიცინა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 016-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1016-მდე გაიზარდა. 10 თებერვალს ვირუსით ჰუბეის პროვინციაში 103 ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნულ რეგიონში 10 თებერვალს დაინფიცირების 2097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 თებერვალს კი ვირუსი 2618 ადამიანს დაუდგინდა.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ამ დროისთვის სულ 42 670 ადამიანია დაინფიცირებული. გარდაცვლილთა სამი მეოთხედი სწორედ ჰუბეის პროვინციაში ცხოვრობდა.

ვირუსთან არასაკმარისი ბრძოლის ბრალდებით ჩინეთის ხელისუფლებამ ჰუბეის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი და პარტიის მდივანი, ასევე, წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

10 თებერვალს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია ჩავიდა. პეკინის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რომელმაც ის ექიმები მოინახულა, რომლებიც დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ. ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვირუსთან საბრძოლველად გადამწყვეტი ზომებია საჭირო.

წყარო: 1tv.ge

p. s. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კიდევ ორი გარდაცვლილია ჩინეთის ფარგლებს გარეთ – ჰონკონგსა და ფილიპინებში. ჩინეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთაგან 2 უცხოელია – ერთი აშშ-ის მოქალაქე, მეორე კი – იაპონიის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close