კორონავირუსით ინფიცირებულ ყველაზე პატარა პაციენტს ვირუსით ინფიცირების დიაგნოზი დაბადებიდან 30 სთ-ში დაუსვეს. ჩვილი უჰანში, ახალი ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში დაიბადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილის დედაც კორონავირუსითაა ინფიცირებული. ექიმები ჯერ ვერ ამბობენ, ბავშვი მუცლად ყოფნის დროს დაინფიცირდა თუ დაბადების შემდეგ.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაღუპულია 565 ადამიანი, სრულად გამოჯანმრთელდა 1382 პაციენტი, დაავადებულთა რაოდენობა 28 350-ს აღწევს.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები