fbpx
საქართველოსპორტი

გადაწყდა!!! – ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელ ინვესტორთა ჯგუფის საკუთრებაში გადავა

ქუთაისის მერიაში 5 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელ ინვესტორთა ჯგუფის საკუთრებაში გადავა.

ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა. კომენტარი იტალიელმა ინვესტორმა ფაბრიციო მანინიმაც გააკეთა. მან საქართველოში გუნდის აყვანის მთავარ მიზანზე ილაპარაკა.

„საქართველოში ჩვენი ჩამოსვლის მიზანი კონკრეტული ამოცანაა, რომ ქუთაისის „ტორპედო“ შევიძინოთ. ამის თაობაზე ქუთაისის მერიისა და რეგიონის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკება მალე დასრულდება და გუნდი ჩვენს საკუთრებაში გადმოვა“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ფაბრიციო მანინი.

იტალიელმა ბიზენსმებმა გუნდის სპორტულ ამოცანებზეც ილაპარაკა:

„ჩვენი ამოცანაა, ქუთაისის „ტორპედო“ ჩვენს ხელში გახდეს ძლიერი, ამბიციური და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა, რომლის მიზანიც არა მხოლოდ საქართველოში წარმატებული გამოსვლა, არამედ ევროტურნირებზე ღირსეული გამოსვლა იქნება“.

ამავე დროს, ფაბრიციო მანინიმ დააფიქსირა, რომ ეროვნულ ლიგასა და ევროსარბიელზე ღირსეულ გამოსვლასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებითაა დაინტერესებული – იტალიელმა ინვესტორებმა რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის ცენტრალური სტადიონისა და საღორიას საფეხბურთო ბაზის საკუთრებაში გადაცემის და პატრონობის მზადყოფნა გამოხატა.

„ინვესტიციის განხორციელება საფეხბურთო კლუბის გარდა, მის ინფრასტრუქტურაშიც გვსურს. ეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება“, – განაცხადა მანინიმ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close