fbpx
ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

„დედა, მენატრები!“ – ჩინელ ექთანთან შვილი ახლოს არ მიუშვეს (ემოციური ვიდეო)

კორონავირუსით დაინფიცირებულთა საავადმყოფოში მომუშავე ექთნის და მისი ქალიშვილის ემოციური ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

როდესაც გასულ თვეში ეპიდემია გაძლიდერდა, ლიუ ჰაიანი ჰენანის პროვინციაში სამსახურში დაიბარეს. ექთანს თავისი 9 წლის ქალიშვილი უკვე 10 დღეა არ უნახავს, რადგან საავადმყოფოს თანამშრომლებს ეკრძალებათ ტერიტორიის დატოვება, სანამ კარანტინი არ მოიხსნება. დედა-შვილმა ერთმანეთი 31 იანვარს ნახა, თუმცა ისინი ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იყვნენ და ერთმანეთს „საჰაერო ჩახუტებას“ უგზავნიდნენ.

„დედა, მენატრები!“ – ტიროდა შეხვედრისას გოგონა…

„დედა ურჩხულებს ებრძვის. სახლში დავბრუნდები, როდესაც ვირუსი გაქრება“, – ეუბნება დედა აცრემლებულ შვილს.

ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულია 24 324 ადამიანი.

info9.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close