მსოფლიოnews

სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა (ვიდეო)

სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 139 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სტამბოლის მერმა, ალი ერლიკაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულები 18 საავადმყოფოში არიან გადანაწილებულები. დაშავებულთა შორის არის ორივე მფრინავი.

სტამბოლის მერის განცხადებით, თვითმფრინავი დასაფრენ ბილიკზე 30 მეტრის სიმაღლიდან დაეცა.

ავიაკომპანია „პეგასუსის“ კუთვნილი სამზგავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა, რეისს​ იზმირიდან ასრულებდა. თვითმფრინავი სტამბოლის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, რა დროსაც დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, ცეცხლი წაეკიდა და დაიშალა. მგზავრებს შორის ორი ჩვილი იმყოფებოდა.

მომხდარის სავარაუდო მიზეზად უამინდობა სახელდება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close