fbpx
ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

კახა კალაძე: მიუღებელია ელიავას ბაზრობის ამ ფორმით არსებობა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია ელიავას ბაზრობის არსებული ფორმით ფუნქციონირება.

დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ურბანული სამსახური მუშაობას იწყებს განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებაზე. გეგმის დამტკიცების შემდეგ კი ადგილზე ეტაპობრივად დაიწყება არსებული მდგომარეობის გამოსასწორებელი სამუშაოები, რაც მოიცავს გზის, კომუნიკაციების, რეკრეაციული და სავაჭრო სივრცეების მოწყობას.

„ქალაქის განვითარების პარალელურად სავაჭრო ობიექტის არსებობა, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და მისი ასეთი ფორმით შენარჩუნება პრინციპულად მიუღებელია… ერთი წლის წინ ჩვენ დავამტკიცეთ გენგეგმა, სადაც არის აღნიშნული, ამ ზონას აქვს შენარჩუნებული მისი სავაჭრო ზონის სტატუსი და, შესაბამისად, გვინდა, რომ ამ გენგეგმის ფარგლებში მოხდეს არსებული სიტუაციის გაჯანსაღება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მერიის გადაწყვეტილება შეთანხმებულია ელიავას ბაზრობის მფლობელებთანაც.

„აქ დასაქმებულია რამდენიმე ათასი ადამიანი… ჩვენ ხელს არავის არ ვუშლით და არავის არ ვუზღუდავთ თავიანთ საქმიანობას, თუმცა მფლობელებთან შევთანხმდით, რომ ამ ფორმით გაგრძელება უბრალოდ ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

radiotavisufleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close