საქართველოსაზოგადოება
წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო
წყალტუბოში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსების პროცესი დაიწყო.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში ამ ეტაპზე ბინას 140 დევნილ ოჯახს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემენ.
„დამატებით 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ექვსი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. განაცხადების მიღების პროცესი 3 თებერვალს დაიწყო და 17 თებერვლამდე გაგრძელდება“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, დევნილი ოჯახები განაცხადებს, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეავსებენ.
1tv.ge
კომენტარები