მსოფლიოპოლიტიკა

„ნახვამდის ევროპა“ – ბრექსიტი სრულდება, ლონდონში კი ევროკავშირის დროშები დაწვეს

ბრიტანეთი სამწლიანი „ბრექსიტის“ პროცესის დასრულებას ზეიმობს.  ქვეყანამ 31 იანვარს, ლონდონის დროით 23:00 საათზე ევროპა ოფიციალურად დატოვა.

ლონდონში ბრიტანელთა ნაწილმა აქცია გამართა, სადაც აქციის მონაწილეებმა ბრექსიტის დასასრული იზეიმეს. აქციაზე ევროკაშვირის დროშები დაწვეს.

ლონდონში გამართული აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ მიტანილი ტრანსპარანტები: „ბრიტანეთი ევროპა აღარ არის“, „ნახვამდის ევროპა“.

პროცესი საბოლოოდ 2021 წლის იანვარში დასრულდება. მანამდე 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში ბრიტანეთი ევროკავშირის ბიუჯეტში ფულის შეტანას და ევროკავშირის წესების დაცვას გააგრძელებს.

ევროკავშირის დატოვებამდე ბრიტანელებს პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიმართა, ხოლო დაუნინგის ქუჩა ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close