იტალიაკრიმინალი

იტალიაში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიის ქალაქ მოდუნიოში (MODUGNO, ბარი) ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 2 მოქალაქე – 42 მამაკაცი და 44 წლის ქალი დააკავეს.

გამოცემა 24bari.it-ის ცნობით, ბრინდიზის პოლიციის გამყოფილების კარაბინერებმა პარასკევს ნაშუადღევს მოდუნიოს ისტორიულ ცენტრში მდებარე ძველი შენობა გაჩხრიკეს მას შემდეგ, რაც პოლიციაში შეტყობინება შევიდა ბრინდიზიში ბინის გაქურდის შესახებ. ჩხრეკისას საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ერთმა ეჭვმიტანილმა კი სახლის სახურავიდან გაპარვა და მიმალვა შეძლო.

გამოძიებამ ამოიღო მოპარული ნივთები, მათ შორის, ტელეფონი Huawei, Ipad-ი, PlayStation PS3, ქალის ძვირფასი საათი და ნაღდი ფული – 500 ევრო. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულებმა ამოღებული ნივთების კანონიერი ფლობა ვერ დაამტკიცეს. სამართალდამცველების ცნობით, აღნიშნული ნივთები ბრინდიზიში მდებარე სახლის მეპატრონეებს ეკუთვნით, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაქურდეს. სახლის პატრონები, ცოლ-ქმარი, პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და თავიანთი კუთვნილი ნივთები დაიბრუნეს.

აღსანიშნავია, რომ ძველი შენობის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვა მოპარული ნივთები.

როგორც გამოცემა იუწყება, გამოძიებამ ბრინდიზიში მომხდარ ქურდობაში პასუხისმგებლად 42 წლის მამაკაცი მიიჩნია და შინაპატიმრობა მიუსაჯა, სასჯელი შაბათს დამტკიცდა. 44 წლის ქალი გაათავისუფლეს.

გამოძიება გრძელდება ჯგუფის მიერ ჩადენილი სხვა ქურდობების გამოსააშკარავებლად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close