მსოფლიომოდა/სილამაზეnewsსაზოგადოება

მონიკა ბელუჩის ულამაზესი ქალიშვილი „დოლჩე და გაბანას“ არომატის რეკლამაში

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 15 წლის ქალიშვილი უკვე მეორე წელია იტალიურ ბრენდთან, „დოლჩე და გაბანასთან“ აქტიურად თანამშრომლობს.

ამჯერად დევა კასელი ბრენდის ახალი არომატის, Dolce Shine-ის სახე ხდება. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა 15 წლის ლამაზმანის პირველი ფოტოები, რომელიც ფოტოკამერებთან თეთრი ფერის მაქმანებიან კაბაში პოზირებს. ხელში დევას ულამაზესი ყვავილების თაიგული უჭირავს, თავად რეკლამა კი ამალფის ულამაზეს სანაპიროზეა გადაღებული.

„დოლჩე და გაბანას“ უყვარს ცნობილი ადამიანების შვილებთან თანამშრომლობა, მაგალითად, 2 წლის წინ მილანის მოდის კვირეულზე ბრენდის ჩვენება ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილმა გახსნა. სწორედ ამ ბრენდმა გამოიყვანა პოდიუმზე პირველად გარი ოლდმანის, პამელა ანდერსონის, დენიელ დე ლუისისა და სხვა ცნობილი ადამიანების შვილებიც.

info9.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close