ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 3-9 თებერვალი

3-იდან 8 თებერვლამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ზამთრის ამ კვირაში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თქვენს აქტიურობასა და დამოუკიდებლობაზე. მთავარია არ თქვათ უარი ახლობელი ადამიანების მხარდაჭერაზე და დაიცვათ საზოგადოებაში მიღებული წესები.
რთული დღე იქნება კვირა, 9 თებერვალი – ამ დღეს სავსე მთვარე იქნება ლომში და ზოგიერთი სიტუაციის კონტროლი შეუძლებელი გახდება. ზოგადად, მთელი კვირა წარმატებული იქნება და თებერვლის ამ დღეებში წარმოუდგენელ შემოქმედებით აღმავლობას იგრძნობთ.
შაბათ-კვირა უნჯობესია სახლში გაატაროთ, ახლობლების გარემოცვაში. ასევე მისასალმებელია აქტიური დასვენება, მაგრამ ვარსკვლავები ზოდიაქოს ნიშნებს ურჩევენ, რომ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდონ.

 

ვერძი

ამ კვირაში ვარსკვლავები ვერძებისთვის ბევრ საინტერესო და უჩვეულო სიტუაციას პროგნოზირებენ. შეეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოთ გადაუდებელი საქმეები და ხელმძღვანელობა კმაყოფილი იქნება, თქვენც საბოლოოდ იპოვით დროს პირადი პრობლემების გადასაჭრელად. მთელი კვირის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობა მხოლოდ გაგახარებთ, მაგრამ ფულს უყაირათოდ მაინც ნუ დახარჯავთ. საყიდლებზე წასვლა უმჯობესია შაბათ-კვირისთვის გადადოთ – ამ დროისთვის უკვე შეადგენთ ჩამონათვალს, რაც გინდათ, რომ შეიძინოთ. თებერვლის ამ პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრაა მოსალოდნელი – გამოგადგებათ როგორც ძველი კონტაქტები, ისე ახალი ნაცნობობა. სასიყვარულო ფრონტზე ვითარება კვირის შუა რიცხვებში ნორმალიზდება.

 

კურო

იმისათვის, რომ ყველა გეგმა განხორციელდეს, კუროს ნიშნის წარმომადგენლებს ამ კვირაში მოთმინება და ცოტა იღბალიც დასჭირდებათ. ვარსკვლავები ბევრ ხელსაყრელ მომენტს პროგნოზირებენ, მაგრამ არც თქვენ უნდა იყოთ უმოქმედოდ – დინების მიმართულებით სვლა, რა თქმა უნდა, მარტივია, მაგრამ ზოგჯერ ქარიშხალში მოხვედრა და ნავის სიმტკიცის შემოწმებაც სასარგებლოა. ამ შვიდი დღის განმავლობაში განსაკუთრებული დაძაბულობა მოსალოდნელი არ არის, თუმცა უფროსი ზოგჯერ ახირებული იქნება და ბევრ საქმეს დაგავალებთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ. კოლეგები თქვენთან არიან – თანამშრომლებთან ერთად ძლიერი ხართ (შეიძლება ჯილდოც კი დაიმსახუროთ). შაბათ-კვირისთვის მზადება ახლავე დაიწყეთ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი დგრჩეთ და აგარაკზე გემრიელად დაისვენოთ.

 

ტყუპი

ტყუპებო, დაიმახსოვრეთ ამ კვირის რამდენიმე ვარსკვლავური წესი: ჯერ ერთი, მოთმინება უნდა გქონდეთ და მეორეც, არ გაღიზიანდეთ. საქმეები ისე გადაწყდება, თითქოს ჯადოსნური ჯოხი შეახესო, გარშემო მყოფებთან ურთიერთობა კი მთელი შვიდი დღის განმავლობაში თბილი და მეგობრული იქნება. ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მაგრამ ზამთრის ამ დღეებში გარკვეული სიურპრიზებიც შესაძლებელია. თანხის მხრივ, იღბალი თქვენ გვერდითაა და პროცესს სწორედ ის მართავს – მოსალოდნელია საკმაოდ მომგებიანი გარიგებები, გამორიცხული არ არის მოულოდნელი შეთავაზებები. მთავარია არ გადაიტვირთოთ და გარკვეული დრო პირადი ცხოვრებისთვის დაიტოვოთ. ოჯახის წევრებს თქვენთან ყოფნა ენატრებათ. თაყვანისმცემლები შაბათ-კვირას გააქტიურდებიან.

 

კირჩხიბი

კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებს ვარსკვლავები ურჩევენ, რომ არ გაჯიუტდნენ და ფორტუნა არ გააბრაზონ – მის მფარველობას ვერ ასცდებით. სამსახურში ხელმძღვანელობასაც კი ჯობნით, მაგრამ ამ დღეებში დასვენების დროც უნდა გამონახოთ. შეეცადეთ შეისვენოთ ხოლმე და დღეში მინიმუმ სამჯერ სუფთა ჰაერზე გახვიდეთ – საქმე არსად გაიქცევა და თქვენ მაგივრად სამსახურეობრივ პრობლემებს მაინც არავინ მოაგვარებს. ზოგიერთ თქვენგანს მოულოდნელად გული პოლიტიკისკენ გაუწევს – რატომაც არა, საკმაოდ შესაფერისი ხართ დეპუტატის, ან თუნდაც მერის თანამდებობისთვის. თუმცა ეს კვირა უფრო სიყვარულისთვისაა განკუთვნილი სხვათა შორის, ყურადღება მიაქციეთ ჩვეულებრივი გარეგნობის თაყვანისმცემლებს – შეიძლება ისინი ინიღბებიან, ვითომ ჩვეულებრივები არიან? საშინაო საქმეები ამ დღეებში სტაბილურობით გაგახარებენ – ყველაფერი ჩვეულებრივი სცენარის მიხედვით მიდის და ეს სასიამოვნოც კია.

 

ლომი

ლომებო, ვარსკვლავებმა შეიტყვეს, რომ მშვიდ ატმოსფეროში მუშაობა გირჩევნიათ. ამ კვირაში ყველაფერი სათქვენოდ გვარდება, დიდი შანსი გაქვთ კარიერული წინსვლის მხრივაც. ზამთრის ამ დღეებში საკუთარ თავში ლიდერობის უნარს აღმოაჩენთ – ბრძანებების გაცემა ძალიან მოგეწონებათ, უბრალოდ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ და უფროსს მთლად ყავისთვის ნუ გაგზავნით. სასიყვარულო სფეროში ყველაფერი იდეალურადაა – შეგიძლიათ ყველა მოხიბლოთ, თქვენს შარმს ვერავინ გაუძლებს.

 

ქალწული

ქალწულებო, ამ დღეებში შეეცადეთ იყოთ ყურადღებიანი იმ ყველაფრის მიმართ, რაც თქვენთან ხდება. დაბნეულობა კონკურენტებს გადაულოცეთ და საქმეს მიხედეთ. უფროსი იზრუნებს, რომ საქმე არ მოგაკლდეთ. მნიშვნელოვანი გარიგებები, მომგებიანი კონტრაქტები თქვენთვისაა და ანაზღაურებაც შესაბამისია, არ ინერვიულოთ. ამ კვირაში ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი სანუკვარ ოცნებას მიუახლოვდება – საკუთარი ბიზნესის წამოწყება ახლოსაა, ცოტა მეტი მონდომება გჭირდებათ. პირადი ურთიერთობების სფეროში შესანიშნავი პერიოდია – თქვენ სიყვარულისთვის დაიბადეთ და ზეცა ამას ითვალისწინებს, როდესაც არაჩვეულებრივ ადამიანებს გახვედრებთ. შაბათ-კვირა სავსეა სიურპრიზებით როგორც თაყვანისმცემლების, ისე ოჯახის წევრებისგან – როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან. აირჩიეთ – ოჯახური დასვენება აგარაკზე, ან მაღალი დონის ღონისძიება რომანტიკული შტრიხებით.

 

სასწორი

სასწორის ნიშნის წარმომადგენლები დიდი პასუხისმგებლობის მქონე და პუნქტუალურები არიან. ეს შესაქებია, მაგრამ შეეცადეთ ამ კვირაში სხვებისგანაც იგივე არ მოითხოვოთ – მაგ., შეფი სამსახურში კი არ იგვიანებს, ცოტათი ყოვნდება. თქვენ უამრავი ორიგინალური იდეა გაქვთ – შვიდი დღის განმავლობაში საკმარისია, დაგრჩებათ კიდეც. მაგრამ ვარსკვლავები არ გირჩევენ, რომ ძალების ამოწურვამდე იმუშაოთ – ასე შეიძლება დაივიწყოთ დღესასწაულები ოჯახში და საყიდლებზე წასვლაც. მაშ, რად გინდათ ფული, თუ მისი დახარჯვისთვის დრო არ გაქვთ? რეკომენდებულია ამ კვირის ბოლოს თქვენი გარდერობი განაახლოთ.

 

მორიელი

მორიელებო, ამ კვირაში თქვენ ძალიან მაგრები ხართ – ასე თვლიან არა მარტო ვარსკვლავები, არამედ ხელმძღვანელობა, კოლეგები და, საერთოდ, ყველა საქმიანი პარტნიორი. იმდენ საქმეს უმკლავდებით ადვილად, პირდაპირ გასაოცარია. ამ დღეებში ბევრი საინტერესო და მომგებიანი კონტრაქტია მოსალოდნელი. ნიჭიერი ხალხი ყველაფერში ნიჭიერია – საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებაც გადასარევად გამოგდით, თუმცა ისე მოიქეცით, რომ ოჯახის სხვა წევრებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა და ყველაფერს თქვენს თავზე ნუ აიღებთ. სასიყვარულო ასპარეზზე მზიანი დღეებია…

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნებო, ამ კვირაში არაერთ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რაც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ ცხოვრებაზე. ამიტომ ენდეთ ინტუიციის მინიშნებებს, მიმართეთ დახმარებისთვის ნამდვილ მეგობრებს და ყველაფერი შესანიშნავად განვითარდება. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი გაიხარებს გაზრდილი შემოსავლით და იმისათვის, რომ ამ იღბლიანთა შორის აღმოჩნდეთ, გარჯა მოგიწევთ. უარი არ თქვათ უფროსის შემოთავაზებაზე და მოძებნეთ დამატებითი შემოსავლის წყარო. თქვენ არ გიფიქრიათ, რომ ფული ციდან ჩამოვარდებოდა, თუმცა არც ეს ვარიანტია გამორიცხული (ყოველ შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენი იღბალი ლატარიაში ცადოთ).

 

თხის რქა

თხის რქის წარმომადგენლებს ამ დღეებში უამრავი მხიარული თავგადასავალი და უჩვეულო სიტუაცია ელით. ვარსკვლავები უამრავ შესაძლებლობას გაძლევენ იმისთვის, რომ პროფესიონალურ სფეროში თქვენი ნიჭი გამოავლინოთ. აქ მთავარია გაბედულად იმოქმედოთ და თქვენი იდეები იმ ადამიანებს გაუზიაროთ, რომლებიც მათ სწორად გაიგებენ და მხარში დაგიდგებიან. თვითრეკლამა კარგია, მაგრამ შეგიძლიათ მეგობრებსა და კოლეგებსაც სთხოვოთ, რომ რეკომენდაციები გაგიწიონ. შემდეგი ტექნოლოგიის საკითხია – დიახ, ინტერნეტი უკვე აღფრთოვანებულია. ამ პერიოდში თქვენს რჩეულ ადამიანს ზრუნვა სჭირდება, ოჯახის წევრებსაც სურთ, რომ მათ გვერდით იყოთ. შაბათ-კვირა მთლიანად საყვარელ ოჯახთან გაატარეთ და არ ინანებთ.

 

მერწყული

მერწყულებო, ამ კვირაში ვარსკვლავებიც კი სხვანაირად ანათებენ – ბოლოს და ბოლოს, იღბალი გაგიღიმებთ. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი შეძლებს გავლენიან ადამიანებთან კავშირების დამყარებას – მათი მხარდაჭერა არასოდეს არის ზედმეტი. კოლეგებთან ურთიერთობა თბილი და მეგობრული გახდება. შეიძლება ზოგიერთმა თქვენმა კოლეგამ თვალი დაგადგათ, მაგრამ სამსახურეობრივი რომანებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. კარგია შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად თუ გაატარებთ, თუნდაც რაიმე წვეულებაზე და კარგად გაერთობით.

 

თევზები

ვარსკვლავები თევზებისთვის დატვირთულ და საინტერესო კვირას პროგნოზირებენ. მთელი კვირის განმავლობაში თქვენზე დიდი მოთხოვნილება იქნება – თქვენ გარეშე არცერთი გარიგება არ შედგება და არცერთი ხელშეკრულება არ გაფორმდება. მიუხედავად იმისა, რომ შურიანი ხალხი ქარაფშუტა და მომაბეზრებელ ადამიანად გახასიათებთ, წარმატება კვლავ იქნება თქვენი ნიშნის წარმომადგენლების გვერდით. ნუ დაივიწყებთ თქვენი იღბლიანობის შესახებ – რა იცით, რა გელოდებათ ლატარიის ბილეთის ყიდვის შემთხვევაში? აი, სასიყვარულო სფერო კი სავსეა მოულოდნელობებით – მოწინააღმდეგეებიც კი ფარ-ხმალს ყრიან, როცა ხედავენ როგორ გიბრწყინავთ თვალები ბედნიერებისაგან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გაატაროთ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close