fbpx
მსოფლიოტექნოლოგიები

მზე მსხვილი ხედით – ნახეთ, როგორ დუღს ჩვენი მთავარი ვარსკვლავი (ვიდეო)

შეერთებული შტატების მზის ეროვნულმა ობსერვატორიამ 29 იანვარს მზის ახალი, უპრეცედენტოდ დეტალური გამოსახულებები გამოაქვეყნა. ფოტოები და ვიდეოები ჰავაიზე მდებარე მეცნიერებათა ეროვნული ფონდის მზის ტელესკოპის საშუალებით გადაიღეს, რომელიც ცოტა ხნის წინ ააგეს.

კადრებზე მკაფიოდ ჩანს მდუღარე პლაზმა, რომელიც ვარსკვლავის მთელ ზედაპირს ფარავს.

მზის ზედაპირი უჯრედის მსგავსი სტრუქტურისგან შედგება და გამოსახულებაზე 30 კილომეტრამდე ზომის ობიექტები ჩანს. ეს გამოსახულება ჩვენმა კოლეგა ჟურნალისტმა გოზინაყს შეადარა და მართლაც, აბა, შეხედეთ.

„ეს პირველი გამოსახულებები ჯერ მხოლოდ დასაწყისია“, – ამბობს დევიდ ბობოვილცი, მეცნიერებათა ეროვნული ფონდის დირექტორი, რომელიც ტელესკოპის აგებას ხელმძღვანელობდა. მისი ვარაუდით, „პირველი 5 წლის მანძილზე ახალი ტელესკოპი გაცილებით მეტ ინფორმაციას შეაგროვებს მზეზე, ვიდრე კაცობრიობას აქვს მოპოვებული მას შემდეგ, რაც გალილეომ ტელესკოპი მზეს პირველად მიუშვირა 1612 წელს“.

ტელესკოპი, რომელმაც ფოტოები გადაიღო, ჰავაის კუნძულზე  ვულკან ჰალეაკალაზეა დამონტაჟებული. საინტერესოა, ჰალეაკალა ჰავაიურ ენაზე მზის სახლს ნიშნავს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close