მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnewsსაზოგადოება

ვინ იყიდის ღამურას – ახალგაზრდა კაცმა ის უჰანში იყიდა და ახლა მისი გაყიდვა სურს

რუსეთის მოქალაქემ უჰანში მოგზაურობის დროს ღამურა იყიდა და ახლა ონლაინ მაღაზია AVITO-ზე ცდილობს მის გაყიდვას.

მოსკოველის თქმით, მან ცხოველი იანვრის დასაწყისში იყიდა, მაგრამ მისი მოვლა არ შეუძლია და გაყიდვა ამიტომ გადაწყვიტა.

„დროულად ჩამოვფრინდი უჰანიდან. ჩამოვფრინდი 6 იანვარს და ბოლო დღეს ზოომაღაზიაში, ხუმრობის გამო, ვიყიდე ღამურა. ჩემთვის მინდოდა დამეტოვებინა, მაგრამ რთული მოსავლელია. ის მარტო მწერებს ჭამს და ახლა ზაფხული არაა, ამიტომ მწერების დაჭერა რთულია“, – ჰყვება ის გამოცემა „ლაიფთან“ საუბარში.

მისი თქმით, ღამურას ვეტერინარისგან ცნობა არ აქვს, თუმცა აქვს ჩეკი. მოსკოველი ამბობს, რომ ვერ გაარკვია, აქვს თუ არა ვირუსი ღამურას, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ვირუსი მხოლოდ კბენით გადადის, მისი ცხოველი კი არ იკბინება.

მიხაილი ამბობს, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ ავად გახდა, თუმცა ჩვეულებრივი გრიპი ჰქონდა.

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 213-ს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 10000-ია.

ვარაუდობენ, რომ ვირუსის პირველწყარო სწორედ ღამურა შეიძლება იყოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close