მსოფლიოსაზოგადოებასპორტი

ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტს: „მადლობა ბევრი მოგონებისთვის!“

NBA-ს ხუთგზის ჩემპიონის, ლეგენდარული კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა NBA-ს ქართველმა მოთამაშემ ზაზა ფაჩულიამ.

ზაზამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა კობი ბრაიანტის ფოტო წარწერით: „ძალიან ადრე. ძალიან სამწუხაროა. ძალიან ბევრი გატეხილი გული. ძალიან ბევრი ცრემლი. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“.

NBA-ს ლეგენდა კობი ბრაიანტი 26 იანვარს დაიღუპა კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ლეგენდარულ კალათბურთელთან ერთად დაიღუპნენ მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კობი ბრაიანტი 41 წლის იყო. ის აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. Los Angeles Lakers-ის შემადგენლობაში ბრაიანტს NBA-ს ხუთი ჩემპიონატი აქვს მოგებული. იგი 18-ჯერ იყო NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ შემადგენლობაში.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close