fbpx
მედიცინამსოფლიოსაზოგადოება

კიევში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

კიევში კორონავირუსით ინფიცირება ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია „112“ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს კიევის ლაბორატორიულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავიდან ცენტრმა არ განმარტა, რა ტიპის კორონავირუსით არის ინფიცირებული პაციენტი, მოგვიანებით კი მის მიერვე გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტარებში დაწერა, რომ ვირუსი ჩინეთში გავრცელებული ტიპის არ არის.

ამასთან, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ორ შემთხვევაში ეჭვი არ დადასტურდა და პაციენტებს გრიპის ვირუსით ინფიცირება დაუდგინდათ, მესამე პაციენტთან დაკავშირებით კი ლაბორატორიული კვლევა გრძელდება.

გუშინდელი დღიდან „ბორისპოლის“ აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების სკრინინგი ტარდება და მათ ინფრაწითელი თერმომეტრით ამოწმებენ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close