მედიცინამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

მეცნიერთა აზრით, ახალი კორონავირუსი ადამიანებში ღამურებისგან გავრცელდა

პირველი ადამიანები, რომლებსაც აზიაში გავრცელებული ახალი კრონავირუსი შეხვდათ, მაშინ დაინფიცირდნენ, როცა ვირუსი ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. როგორც ახალი მოხსენება მიუთითებს, ვირუსის პირველწყარო ცხოველები ღამურები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ღამურები არიან მიჩნეულნი კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსის წყაროდ, რომელმაც 2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში 11 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა; საუბარია ებოლაზე.

ჩინეთში გაკეთებული კიდევ ერთი მოხსენების მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების წყარო შეიძლება გველები გახდა, რომლებიც ასევე იყიდებოდა უჰანის ბაზარში, თუმცა როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან, რომ გველები ღამურებზე ნადირობენ, ამ შემთხვევაშიც პირველწყარო სწორედ ღამურები გამოდის.

SARS-ისა და MERS-ის მსგავსად, ახალი კორონავირუსი ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად ინფიცირებულმა ადამიანებმა ეს ვირუსი პირდაპირ ცხოველებისგან მიიღეს.

ახალი კორონავირუსი ჩინეთში დეკემბრის ბოლოს გამოჩნდა და უკვე იმსხვერპლა ათეულობით ადამიანი, ინფიცირებულია ასეულობით პირი, ძირითადად, ქალაქ უჰანში.

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ხელისუფლებამ მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა ჰუბეის პროვინციის ათ ქალაქში; შედეგად, გარესამყაროს მოსწყდა ამ ზონაში მცხოვრები 30 მილიონამდე ადამიანი.

მომზადებულია vice.com-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close