იტალიაკულტურასაზოგადოება

რომში ტრევის შადრევანთან დამცავ ღობეს დადგამენ

ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომში უდიდეს ტრევის შადრევანთან დამცავ ღობეს დადგამენ. ამის შესახებ რომის მერი ვირჯინია რაჯი FACEBOOK-ზე წერს.

მისი განცხადებით, ხელისუფლება ამ ფორმით შადრევანს ვანდალებისა და ხულიგნებისგან დაიცავს. ღობე რომში სხვა შადრევნებთან დადგმული დამცავი ბარიერებისგან განსხვავებული იქნება.

„ამ გადაწყვეტილებით, ტრევის შადრევნის ხედი არ დაიფარება. ტურისტები შადრევანში მონეტების ჩაყრას ისევ შეძლებენ, რადგან ეს ჩვენი ქალაქის რიტუალია“, – აცხადებს ქალაქის მერი.

2019 წლის სექტემბერში რომში ტრევის ცნობილი შადრევნის განათების სისტემა განახლდა.

რომის უდიდესი შადრევნის სიმაღლე 25,9 მეტრია, ხოლო სიგრძე – 19,8 მეტრი. ბაროკოს სტილის შადრევანი 1732-1762 წლებში ააგო არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close