კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 27 იანვარი – 2 თებერვალი
27 იანვრიდან 2 თებერვლამდე მზარდი მთვარის პერიოდია. კვირის დასაწყისში გზაზე მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. ტრანსპორტსა და მოგზაურობაზე პასუხისმგებელი პლანეტების უარყოფითი ასპექტების გამო, დიდია ავარიების რისკი. შესაძლოა კომპიუტერული ტექნიკის, ტელეფონის გაუმართაობა. კვირის შუა რიცხვები ფინანსურად პროდუქტიული იქნება. შემოქმედებითი ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი თავის გამოხატვას ცდილობენ, ამ პერიოდმა შეიძლება ნაყოფი გამოღოს. რეკომენდებულია კონფლიქტების თავიდან აცილება, რადგან ამ კვირაში დაპირისპირება შეიძლება ძალიან აგრესიული იყოს.
ვერძი
ვერძებო, მოიცილეთ ეჭვები და „დაიძარით“ თქვენი მიზნისკენ – ამ კვირაში ბევრს მიაღწევთ. უმჯობესია კონკურენციაში არ ჩაერთოთ, თუმცა კონკურენტები ახლოს მოსვლასაც ვერ გაბედავენ – ძალიან გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდებათ. ამ დღეებში შეიძლება პრემიის ან თუნდაც ხელფასის ზრდის იმედი გქონდეთ – უფროსი ზოგჯერ გულუხვი და სამართლიანია. მათი, ვისაც ფორტუნა უღიმის, ხშირად შურთ, სამწუხაროდ, ეს შურიანი ადამიანები თქვენს გარემოცვაშიც გამოჩნდებიან. მაგრამ შეინარჩუნეთ სიმშვიდე – თქვენს რეპუტაციას ვერაფერს ავნებს ვერც ინტრიგები და ვერც სულელური ჭორები. ოჯახურ ურთიერთობებში მშვიდობა სუფევს და ოჯახის წევრები საოცრად მშვიდი და კეთილგანწყობილნი გახდებიან. ისარგებლეთ ამ პერიოდით და ერთობლივად წადით სადმე – აგარაკზე ან კურორტზე დასასვენებლად.
კურო
ეს მშვენიერი დროა იმისთვის, რომ შეიყვაროთ, უფრო მეტიც, სიმპათია შეიძლება მკვეთრად და ისე მოულოდნელად გაჩნდეს, როგორც ელვა – მოწმენდილ ცაზე. ასევე შესაძლებელია ძველი სიყვარულის განახლება. ამ შემთხვევაში ურთიერთობები შეიძლება მოკლებული არ იყოს კონფლიქტურ სიტუაციებს – ახლა მნიშვნელოვანია, გამორიცხოთ ნებისმიერი სიტყვიერი აგრესია და შეეცადოთ ჩხუბში არ ჩაერთოთ. ეს პერიოდი განსაკუთრებით კუროს ნიშნის იმ წარმომადგენლებისთვის არის ხელსაყრელი, რომელთა საქმიანობაც სცენას უკავშირდება. ამ კვირის განმავლობაში მათთვის უფრო ადვილი იქნება საზოგადოების სიმპათიის მოპოვება.
ტყუპი
ტყუპებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას. დიეტისა და ძილის უგულებელყოფამ, ფსიქიკურმა და ფიზიკურმა სტრესმა შეიძლება მდგომარეობის გამწვავება, გამოფიტვა გამოიწვიოს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობას ამ დროისთვის ბევრი სამუშაო ექნება. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნესი კარგ სარგებელს გპირდებათ. სიტუაცია შეიძლება დაამძიმოს სამსახურში უეცარმა, მოულოდნელმა ცვლილებებმა. ზოგიერთმა ტყუპმა შეიძლება ისეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს, როგორიცაა სამსახურის დატოვება. შეეცადეთ კეთილგონიერება შეინარჩუნოთ.
კირჩხიბი
ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია ახალი ნაცნობობისათვის – როგორც პირადი, ისე საქმიანი ხასიათის კონტაქტების დასამყარებლად. შეიძლება შეგიყვარდეთ, ახალი ურთიერთობა დაიწყოთ. უფრო მეტიც, ეს შეიძლება მოხდეს აბსოლუტურად სპონტანურად, გაუცნობიერებლად. ორაზროვანმა გაურკვეველმა გარემოებებმა შეიძლება პარტნიორთან დაკავშირებული რომანტიკული განწყობა დაჩრდილოს. ახალი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობის მიუხედავად განხეთქილების რისკიც დიდია.
ლომი
კარგი დროა თქვენი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ახალი პროფესიების შესასწავლად, განსაკუთრებით ხელოვნების, მოდის სფეროში. შეიძლება წარმატებული იყოს უცხოეთში ვიზიტები საქმიანი თვალსაზრისით. ორგანიზაციული უნარ-ჩვევები დაგეხმარებათ, რომ თქვენი კარიერის ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. კვირის მეორე ნახევარში საჭირო იქნება საღი აზროვნება და სიფრთხილე ფინანსურ საკითხებში და ტექნიკასთან მუშაობისას. კვირის ბოლოს კარგია სარეკლამო აქციების გამართვა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზება.
ქალწული
ამ კვირაში ქალწულებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ კარიერის, სამუშაოს, სოციალური რეალიზაციის საკითხებზე. ზოდიაქოს ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეიძლება კარიერული წინსვლის და კარგი შემოსავლის იმედი ჰქონდეს. შესაძლოა ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მოგიწიოთ ურთიერთობა სამთავრობო სამსახურებთან. გამორიცხული არ არის ფარული მხარდაჭერა საქმეებში ხელმძღვანელების, თანამდებობრივად თქვენზე მაღლა მდგომების ან სხვა პირების მხრიდან.
სასწორი
ამ კვირაში სასწორის ნიშნის ბევრმა წარმომადგენელმა შეიძლება შენიშნოს, რომ მათი ინტუიცია უფრო გამძაფრდა. სწორედ ინტუიციისა და მოსაზრებულობის წყალობით ამ პერიოდში უამრავი საკითხის მოგვარება შეგიძლიათ. ეს დრო შესანიშნავია ახალი მეგობრების მოსაძებნად და ძველი მეგობრობის გასაძლიერებლად. ნუ უგულებელყოფთ მეგობრების მხარდაჭერას – ახლა მათ შეუძლიათ დაგეხმარონ. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობის გაძლიერება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტურ სიტუაციებს არ შექმნით. ახლა დიდია კამათის, ჩხუბის რისკი.
მორიელი
ამ პერიოდის განმავლობაში მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ბევრ კითხვაზე მიიღონ პასუხი – ეს კვირა ხელსაყრელია სულიერი პრაქტიკისთვის, იდუმალი მეცნიერებების შესწავლისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეიძლება წინასწარმეტყველური სიზმრებიც კი ჰქონდეს. ეს პერიოდი ხელსაყრელია შემოქმედებითი აქტიურობისთვის, ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. შესაძლოა, ამ კვირაში სურვილი გაგიჩნდეთ, რომ უფრო ხშირად იყოთ მარტო. გამორიცხული არ არის არახელსაყრელი გარემოებები, რომლებთანაც იძულებით შეგუება მოგიწევთ. ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, რადგან მოსალოდნელია მისი გაუარესება.
მშვილდოსანი
ამ დღეებში მშვილდოსანში შესაძლოა ცვლილებებისკენ, სპონტანური ქმედებებისკენ სწრაფვამ გაიღვიძოს. შეგიძლიათ თქვენს ინტუიციასა და გამჭრიახობას დაეყრდნოთ – მათ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილება გამცნონ. თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ, შეეცადეთ არასტანდარტულად და შემოქმედებითად იმოქმედოთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია სამეცნიერო, შემოქმედებითი, სპორტული საქმიანობისა და მოგზაურობისთვის. ასევე წარმატების იმედი უნდა ჰქონდეთ მათ, ვისი საქმიანობაც სცენას უკავშირდება. გადაჭარბებულმა აქტივობამ შეიძლება ტრავმები გამოიწვიოს.
თხის რქა
თხის რქებო, ვარსკვლავები გაბრაზებას იწყებენ – რამდენი უნდა იმუშაოთ?! ისწავლეთ დროის განაწილება და საღამოობით მაინც დაისვენეთ. კარგი გარიგებები შესანიშნავია, მაგრამ ზოგჯერ საქმიანი პარტნიორებიც კი მოდუნდებიან და ისვენებენ. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია ცვლილებები – საკადრო ცვლილებები არა, მაგრამ ხელმძღვანელობა რაღაც მიზეზით გამოგარჩევთ (უფრო პრემიას უნდა ელოდოთ). პირადი ცხოვრება სტაბილურია, მოსაწყენიც კი, მაგრამ ამ კვირაში რაღაც საინტერესო აუცილებლად მოხდება. შაბათ-კვირას საშინაო საქმეები დაგროვდება – ბინაც კი მოწყენილია თქვენ გარეშე, ახლობლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
მერწყული
მერწყულებო, ზამთრის ეს კვირა პოზიტიური მომენტებით დაიწყება. ვარსკვლავები ბევრ კომუნიკაციას პროგნოზირებენ – მტკიცე, სასარგებლო კანტაქტების დამყარებას შეძლებთ, მაგრამ გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა სასურველია საქმიანი იყოს – მეგობრული შეკრებები უადგილო იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში სასურველი არ არის სესხების აღება და ინვესტირება სარისკო საქმეებში – ფინანსური მდგომარეობა უკვე საკმაოდ კარგია, ამიტომ საეჭვო თემებს მოერიდეთ. სასიყვარულო ფრონტიც სავსეა მოულოდნელობებით და კუპიდონი ყურადღების გარეშე არ დაგტოვებთ. ნურც თავად იქნებით უმოქმედო – თაყვანისმცემლები ყველგან არიან, მთავარია, ყურადღებით დააკვირდეთ. შაბათ-კვირას სასარგებლოა ყოველდღიურობის შეცვლა – ქალაქგარეთ ახალი და სასიამოვნო შთაბეჭდილებები გელოდებათ.
თევზები
თევზებო, ერთი შეხედვით, თქვენს ცხოვრებაში სრული წესრიგია, რადგან ეს კვირა მხოლოდ სასიამოვნო და დადებითი იქნება, მაგრამ ვარსკვლავები „წუხდებიან“ თქვენი განწყობის გამო – სად არის ღიმილი, სად არის ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები?! თქვენ შესანიშნავი პროფესიონალი ხართ, და ბევრ კოლეგას შეუძლია მხოლოდ ოცნებობდეს თქვენნაირ წარმატებებზე. შეეცადეთ ყოველმხრივ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები – ზამთრის ამ დღეებში შემოქმედებითი ხასიათის ბევრ საინტერესო და პერსპექტიულ წინადადებას მიიღებთ. ნამდვილ მეგობრებს დიდი ხანია დაგეგმილი აქვთ მხიარული ღონისძიებები, მხოლოდ ადგილის და დროის შეთანხმებაა საჭირო. თაყვანისმცემლებს ყურადღების გარეშე ნუ დატოვებთ – გაითვალისწინეთ: შაბათ-კვირა შესანიშნავია რომანტიკული შეხვედრებისთვის.
თამთა გურული
კომენტარები