მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

ბრიტანელ მოგზაურს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს, ახალი აჩუქეს

საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს და თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს, ახალი ველოსიპედი აჩუქეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ფეისბუქზე ავრცელებს.

„ასეთია ქართული სტუმარმასპინძლობა. ჩვენს ბრიტანელ სტუმარს ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა”, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

კერძოდ, კემპბელმა საჩუქრად მიიღო ველოსიპედი Bikes.ge-სგან, ორი ღამე სასტუმროში Best Western Gudauri, ტრადიციული ქართული ვახშამი და 2 ღამე ჰოსტელში Fabrika.

ამავე თემაზე: სინგაპურიდან წამოსულ ბრიტანელ მოგზაურს ველოსიპედი თბილისში მოჰპარეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close