მსოფლიოსაზოგადოება

ემანუელ მაკრონი იერუსალიმის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა (ვიდეო)

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იერუსალიმში ისრაელელ პოლიციელებს უყვირა.

ინციდენტი წმინდა ანას ბაზილიკაში მოხდა. ბაზილიკა 1856 წლიდან (როდესაც თურქეთის სულთანმა ნაპოლეონ III-ს აჩუქა) საფრანგეთს ეკუთვნის და მას კათოლიკური მისიონერული საზოგადოება „თეთრი მამები“ მართავენ.

მაკრონი აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ სამართალდამცველები ეკლესიაში მასზე ადრე შევიდნენ. გაცხარებულმა პრეზიდენტმა ხმამაღლა შეუტია ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციას: „არ მომწონს, რაც გააკეთეთ. გარეთ გადით, თუ შეიძლება. პროვოკაცია საჭირო არ არის. მაპატიეთ, მაგრამ წესები იცით“, – უყვირა მაკრონმა სამართალდამცველებს.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მარკონი იერუსალიმში ჰოლოკოსტის მე-5 მსოფლიო ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ ღინისძებაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close