პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო
ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა
85 წლის ასაკში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა.
სიგუას გარდაცვალების ფაქტს მისი ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში, 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად დაინიშნა.
1992 წლის 8 ნოემბერს თენგიზ სიგუა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა.
კომენტარები