fbpx
კრიმინალიკრიმინალისაქართველო

მესაზღვრეებმა სარფში 5450 კუს „არალეგალური მიგრაცია“ აღკვეთეს

თურქმა მესაზღვრეებმა სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც საქართველოს გავლით თურქეთში 5450 კუ უკანონოდ გადაყავდა.

თურქული მედიის ცნობით, 5450 ცალი წყლის კუ ავტომანქანის კარებში იყო ჩამალული.

გამოცემა „ურიეთი“ წერს, რომ სარფის საბაჟოზე აზერბაიჯანელი მძღოლის ქცევა კონტრაბანდასთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს და ავტომანქანა სპეციალური სკანერით შეამოწმეს, რის შემდეგაც ავტომობილში ასობით კუ აღმოაჩინეს. მესაზღვრეებმა კუები წყლით სავსე ავზებში გადაიყვანეს.

თურქული წყაროების ცნობით, მძღოლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close