მედიცინამოგზაურობამსოფლიო

არსებობს თუ არა ჩინეთიდან საქართველოში ახალი ვირუსის გავრცელების საფრთხე?

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) შეფასებით, ჩინეთში დეკემბრის ბოლოდან გავრცელებული ახალი ვირუსის საქართველოში შემოტანის რისკი მინიმალური და მხოლოდ თეორიულია.

20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში ე. წ. კორონავირუსებით გამოწვეული A ტიპის პნევმონიის შემთხვევებია.

გამყრელიძის თქმით, მედიით ვრცელდება სხვადასხვა რიცხვი, თუმცა ცენტრი სარგებლობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებული ინფორმაციით, რომლის თანახმად, დადასტურებულია 41 შემთხვევა და მათგან ორი ლეტალურად დასრულდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ რამდენიმე შემთხვევაა ტაილანდსა და იაპონიაში, რომლებსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვთ ჰუბეის პროვინციასთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ჩინეთის ამ პროვინციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ აქვს, დაავადების შემოტანის რისკი მხოლოდ თეორიულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო მუშაობს გეგმაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით: „მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული იმისა, რომ ქვეყანაში ვირუსი იქნას იმპორტირებული, არ გახლავთ“.

„არავითარი საფუძველი წინასწარ თავზე ნაცრის წაყრის, შეშინების, რომ არიქა, მოვიდა ჩინეთიდან, არ არსებობს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. მისი ინფორმაციით, მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებსაც ჰუბეის პროვინციასთან პირდაპირი ავიარეისები აქვთ, ჯერჯერობით რაიმე საგანგებო ზომებისთვის არ მიუმართავს.

პაატა იმნაძის თქმით, საქართველო შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს: „დღევანდელი მითითება ყველა ქვეყნისათვის არის არავითარი შეზღუდვა ჩინეთში მგზავრობაზე, ვაჭრობაზე და ასე შემდეგ. ეს არის ოფიციალური პოზიცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close