მედიცინამსოფლიოჯანმრთელობასაზოგადოება
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ევროკავშირი ჩინეთთან თანამშრომლობს
1tv.ge
22 იანვარს ევროკომისიაში სპეციალური ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრებენ.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ქალაქ უხანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის ეპიდემია დეკემბერში დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გამომწვევი გახდა ახალი ტიპის კორონავირუსი. ახალი ვირუსი კორონავირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
კომენტარები