fbpx
კინო/ფილმებიმოგზაურობამსოფლიო

„FROZEN 2“-ის პრემიერის შემდეგ ავსტრიის სოფელში ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

გაყინული სოფელი, ისეთივე, როგორიც ანიმაციურ ფილმ „FROZEN 2“-შია, რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს და ეს ავსტრიის სოფელი ჰალშტატია, ამიტომაც ანიმაციური ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში მას ტურისტების აუარებელი ნაკადი ესტუმრა, რომელიც დღემდე არ წყდება.

ავსტრიის ალპებში მდებარე სოფელს, რომელიც შუასაუკუნეების ზღაპრულ სამყაროს უფრო ჰგავს, ვიდრე თანამედროვე ავსტრიულ ქალაქს, ტურისტები არასდროს აკლდა, თუმცა Frozen 2-მა მასზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა და ტერიტორიას, სადაც ჯამში დაახლოებით 800 ადამიანი ცხოვრობს და ყოველდღიურად 100 ტურისტს მასპინძლობდა, დღეს 10 ათასი ვიზიტორი ათვალიერებს.

ამიტომაც მერმა მოუწოდა ტურისტებს, დროებით მაინც თავი შეიკავონ ჰალშტატის დათვალიერებისგან. წინაააღმდეგ შემთხვევაში კი, გზების გადაკეტვა იგეგმება, რათა ნაკადმა ისტორიულ-კულტურული ქალაქი არ გაანადგუროს. შესაბამისად, მუშაობენ გეგმაზე, რომელიც ტურისტების რაოდენობას გაანახევრებს მაინც, თუმცა ჯერჯერობით ადგილობრივი მთავრობა ვერაფერს აკეთებს.

გარდა ამისა, ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო ეს ულამაზესი ადგილი ახლა უფრო ძვირი გახდა, თავად ადგილობრივებისთვისაც. მაღაზიები უკვე სუვენირების გაყიდვას ანიჭებენ პრიორიტეტს და არა, მაგალითად, ჯანსაღ პროდუქციას. აგრეთვე, შეინიშნება ისიც, რომ ხშირად ტურისტები ადგილობრივების სახლებში უნებართვოდ შედიან.

ასეთი მდგომარეობაა ჰალშტატში დღეს, თუმცა დაახლოებით ათი წლის წინ „იუნესკოს“ მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში შესულ ტერიტორიას დღეში 100-მდე ადამიანი სტუმრობდა და ამ ნიშნულზე დაბრუნება ახლა მთავრობის მთავარი სამიზნეა.

გარდა ამისა, ტურისტების რაოდენობა გაიზარდა ავსტრიის ალპური სოფლის ანალოგშიც, რომელიც ჩინელებმა გააკეთეს გუანდუნის ცენტრში. ჩინელებმა „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის კოპირების მიზნით მთლიანობაში 940 მილიონი დოლარი დახარჯეს და გამოუვიდათ კიდეც, ტერიტორიას ორიგინალი ისტორიული სოფლისგან ვერ გაარჩევთ, ამიტომაც Frozen 2-ის გამოსვლის შემდეგ მისი პოპულარობაც გაიზარდა.

წყარო: bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close