fbpx
საზოგადოებასაქართველო

ნათლიის ლოცვა ნათლულთათვის

„მარ­თლმა­დი­დებ­ლურ კა­ტე­ხიზ­მო­ში“ ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო­ზე წე­რია: „ნათ­ლო­ბა – სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა, რომ­ლის დრო­საც სამ­ჯერ წყალ­ში შთაფვ­ლით და წმინ­და სა­მე­ბის, მამა ღმერ­თის, ძის და სუ­ლიწ­მინ­დის მოწ­ვე­ვით მორ­წმუ­ნე კვდე­ბა ხორ­ცი­ე­ლი, ცოდ­ვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის­თვის და სუ­ლიწ­მინ­დის მიერ ხე­ლახ­ლა იშ­ვე­ბა სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან ნათ­ლო­ბა სუ­ლი­ე­რი შო­ბაა და ადა­მი­ა­ნი ერთხელ იბა­დე­ბა, ამი­ტომ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა არ მე­ორ­დე­ბა“. რის გამო არც ნათ­ლუ­ლის შეც­ვლა შე­იძ­ლე­ბა და არც ნათ­ლი­ი­სა.

ნათ­ლი­ას ნათ­ლუ­ლის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აკის­რია, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა ყვე­ლა მორ­წმუ­ნი­სათ­ვის სავალდებულოა. ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ ნათ­ლუ­ლი ნათ­ლი­ას იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლობს, ან სა­ერ­თოდ ვერ ნახულობს.

როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ნათლიას ხელი არ მიუწვდება, აქტიურად ჩაერთოს ნათლულის სულიერ აღზრდაში, მაშინ ის უფალს აბარებს მას და იესო ქრისტე თავად იღებს ბავშვს მფარველობაში „უფალო, შენ განაგე, შენ მფარველობდე და თუკი რაიმე დავაკელი, შენ მიეცი ძალა, რომ წარმოჩინდეს სასუფევლის წინაშე“.

ლოცვა ნათლულთათვის უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესადმი

უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა.

უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და მოაქციენ იგინი სინანულად.

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდისა სახარებისა შენისა სწავლებისათა და დაადგინენ იგინი გზასა მცნებათა შენთასა და ასწავე მათ, მაცხოვარ, აღსრულებად ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close