კრიმინალიმსოფლიოკრიმინალისაქართველო

თურქული მედია – საქართველო ლავასოღლის მიღებას თუ არ დათანხმდა, თურქეთი იძულებული იქნება, გაათავისუფლოს

საქართველო ლავასოღლის (მინდია გორაძე) მიღებას თუ კვლავ არ დათანხმდება, თურქეთი იძულებული იქნება, 2020 წლის თებერვალში ის გაათავისუფლოს, – ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

თურქული მედია წერს, რომ მინდია გორაძე 2018 წელს ტრაპიზონში დააკავეს. მას საქართველოში კრიმინალური სინდიკატის ორგანიზატორობის გამო ინტერპოლი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. როგორც თურქული მედია იუწყება, ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების შემდეგ ოფიციალაური ანკარა დიპლომატიური კავშირების საშუალებით მის ექსტრადირებას ცდილობს, თუმცა ქართული მხარე მის მიღებაზე უარს აცხადებს.

თურქულ მედიაში იუწყებიან, რომ მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების ვადა 2020 წლის თებერვალში იწურება. თუ ამ ხნის განმავლობაში საქართველო მის მიღებაზე უარს იტყვის, თურქეთის იძულებული იქნება, ის გაათავისუფლოს.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სიცრუეა მოსაზრება, რომ ქართულმა მხარემ ლავასოღლის ექსტრადირება არ მოითხოვა. მედიის წარმომადგენლების კითხვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ის საარჩევნო პერიოდში გამოიყენოს, წულუკიანმა უპასუხა, რომ ამ პრინციპით „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობდა.

„ის, რომ ქართულმა მხარემ არ მოითხოვა მისი ექსტრადიცია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ის დაკავებული იყო თურქული მხარის მიერ სწორედ იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ მისი ექსტრადიცია მოითხოვა. პროცედურები კვლავ მიმდინარეობს. რაც შეეხება პირის თუ სხვა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, რა თქმა უნდა, სწორედ ამ პრინციპებით მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინდელი ციხეების მთელი სისტემა აწყობილი იყო ისე, რომ პრობაციონერების დაშინებითა და კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით ზეწოლა მოეხდინათ „ნაციონალებს“ ამომრჩევლის ნებაზე. ეს ეპოქა ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს წარსულს ჩავაბარეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

39 წლის მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის წინააღმდეგ ოპერაცია 2018 წლის 25 ოქტომბერს ტრაბზონის პროვინციაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა თურქეთის დაზვერვამ და პროვინციის ორგანიზებული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების წარმომადგენლებმა მიიღეს.

1tv.ge

P. S. INFO: ლავასოღლის მეტსახელით ცნობილი კანონიერი ქურდი მინდია გორაძე საქართველოს მართლმსაჯულებამ სისხლის სამართლის დამნაშავედ 2017 წლის 21 ივლისს გამოაცხადა. ქართულმა სასამართლომ ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. პროკურატურა მას კანონიერი ქურდობას, 2015 წლის 24 თებერვალს ჟურნალისტზე მუქარასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ედავებოდა. 2018 წლის 18 ივლისს უწყებამ ლავასოღლის კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა: ქურდული სამყაროს წევრობა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close