საზოგადოებასაქართველოსპორტი

იტალიელები ქუთაისში ჩამოვიდნენ – „გვინდა, კარგი კლუბი შევქმნათ“

ქუთაისში ფაბიო მანინი და იტალიელი ბიზნესმენების ჯგუფი იმყოფებიან, რომლებსაც ქუთაისის „ტორპედოს“ საკუთრებაში აყვანა სურთ.
ქუთაისელ გულშემატკივართა კლუბმა „ჩვენ ვართ ტორპედო“ იტალიელი ბიზნესმენის მიერ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარი გაავრცელა.
„ქუთაისში იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო ქუთაისის „ტორპედო“. ამ საკითხს ქუთაისის მერიასთან განვიხილავ. ველოდებით, რომ ეს შეთანხმება რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. მანამდე კი სპონსორის ვალდებულებები დავაზუსტეთ, რაც ჩვენ დაგვეკისრება. უპირველესად, ინვესტიციას ჩავდებთ, გვინდა შევქმნათ კარგი კლუბი, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფორმით წარდგება“, – ამბობს ფაბიო მანინი.
1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close