პოლიტიკასაქართველო
გახარია თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებაზე: „გინდათ დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას“
„მოდით, ფინალს დაველოდოთ“, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მთავრობის მეთაურის პოსტზე მისი ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილით:
„მოდით, ფინალს დაველოდოთ, ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„თქვენ თვითონ ტოვებთ თანამდებობას თუ გატოვებინებენ?“ – ჟურნალისტების მორიგ შეკითხვას კი გიორგი გახარიამ კითხვითვე უპასუხა:
„თქვენ ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც დაგასპოილეროთ გინდათ?“ – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს, თუმცა ამ საკითხზე სხვა დეტალები აღარ დაუმატებია.
მედიაში ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ. მედია მის პოტენციურ ადგილმონაცვლედ, ძირითადად, 2 კანდიდატს ასახელებს – პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს. პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი გახარიას 2019 წლის სექტემბრიდან უკავია.
radiotavisupleba.ge
კომენტარები