fbpx
საზოგადოებასაქართველო

ახალი სკანდალი ერეკლე კუხიანიძის გარშემო – „სამთავისის ეკლესიაში ჩამოასვენა ბებიამისი და ტაძარს ბოქლომი დაადო“

კასპის რაიონში, სოფელ ქვემოჭალაში დიდგვაროვან ამილახვრების სასახლის მეპატრონე სკანდალებით ცნობილი ერეკლე კუხიანიძეა, რომელსაც საზოგადოება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის შეურაცხმყოფელი განცხადებებით იცნობს. საქმე ამჯერად სწორედ ამილახვრების სასახლის ეზოში მდებარე ორად გაყოფილ ეკლესიას ეხება.

სასახლის ტერიტორიაზე არსებული მრავალსაუკუნოვანი ღვთისმშობლის შობის ტაძარი სასამართლო დავის საგანი გახდა, რომელიც გორის რაიონულმა სასამართლომ ორად გაყო: სამრევლო დარბაზი და საკურთხეველი საპატრიარქოს წირვა-ლოცვის აღსავლენად მიაკუთვნა, ხოლო სამრეკლო, საიდანაც ლიტურგიის მსვლელობისას ზარების რეკვა უნდა ისმოდეს, ერეკლე კუხიანიძის საკუთრებად მიიჩნია.

კუხიანიძეს ქვემოჭალელები უპირისპირდებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ კუხიანიძემ ამავე სოფელში არსებული ამილახვრების სასახლე და მასში შემავალი შენობა-ნაგებობები, მათ შორის, ეკლესია თაღლითურად გადაიფორმა და ძეგლის გაყიდვას ცდილობს. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ კუხიანიძე საპატრიარქოს უჩივის. მათ შორის პოეტი ვაჟა ოთარაშვილიცაა, რომელიც „პრაიმტაიმს“ ესაუბრა. პოეტის თქმით, კუხიანიძეს სასამართლო ჰქონდა საპატრიარქოსთან. ის აცხადებს, რომ ქვემოჭალელები არ დაუშვებენ კუხიანიძის ბინზესგეგმების სისრულეში მოყვანას და ინვესტორების შემოშვებას. პოეტი აცხადებს, რომ კუხიანიძე თაღლითია და ის ამილახვრების პირდაპირი შთამომავალი არ არის.

გააგრძელე კითხვა აქ: https://www.primetime.ge/news/1579101595-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close