მსოფლიოnewsსაზოგადოება

ავსტრალიაში ხანძარს გადარჩენილ ცხოველებს საკვებს ვერტმფრენებიდან უყრიან

ავსტრალიაში ცხოველების გადასარჩენად მთავრობა ბოსტნეულს, ძირითადად, სტაფილოსა და ბატატს (ტკბილი კარტოფილი) ვერტმფრენებიდან ყრის ტყის ხანძრების ზონებში.

ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ, რომელიც ხანძრებმა განსაკუთრებით დააზარალა, ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების ავსტრალიის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, ცხოველების დახმარება ამ გზით გადაწყვიტა, რადგან ცეცხლმა გაანადგურა საკვები, რომლითაც ველური ბუნების ბინადრები, ჩვეულებრივ, იკვებებოდნენ.

ამჟამად ავსტრალიაში წვიმები დაიწყო, ტემპერატურა დაეცა, რამაც მდგომარეობა შეამსუბუქა, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრების საშიშროება ისევ არსებობს.

ნინო ხოშტარია 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close