პლასტიკურ შეფუთვაზე უარის თქმამ გარემო შესაძლოა უფრო მეტად დააზიანოს
მაღაზიებში პლასტიკურ შეფუთვასა და პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმამ შესაძლოა გარემო უფრო დააზიანოს. ამის შესახებ BBC ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ბრიტანულმა ორგანიზაცია Green Alliance-მა ჩაატარა. სპეციალისტების თქმით, გარემოს დაცვის მიზნით, მაღაზიები და მომხმარებლები პლასტიკს სხვა მასალებით ანაცვლებენ, თუმცა მათი გავლენა გარემოზე ჯერ კიდევ საფუძვლიანად არ არის შესწავლილი.
მაგალითად, შუშის ბოთლები პლასტიკზე მძიმეა, ამიტომ მათი ტრანსპორტირება ჰაერს მეტად აბინძურებს. ქაღალდის პარკების ხელახლა გამოყენება კი პოლიეთილენის პარკებზე რთულია.
მსოფლიოში პლასტიკზე უარის თქმის ტენდენცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მეცნიერებმა ოკეანეების პლასტიკით დაბინძურების შესახებ დაიწყეს საუბარი. გაეროს მონაცემებით, ოკეანეში უკვე 100 მილიონი ტონა პლასტიკური ნარჩენია გადაყრილი, რაც ზღვის ფლორასა და ფაუნას უზარმაზარ ზიანს აყენებს. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ზღვის ფრინველთა 95% პლასტიკის გამო კვდება.
imedinews.ge
კომენტარები