საზოგადოებასაქართველო
ორიგინალური არქიტექტურის სკოლა ზუგდიდში, რომელიც წიგნის თაროს ჰგავს
კედლები წიგნებისგან და წიგნებისგანვე გაკეთებული გადახურვა – ეს ორიგინალური სკოლის შენობა ზუგდიდშია და „ჯიჯი გიმნაზიას“ ეკუთვნის. ამ არქიტექტურული შედევრის ფოტო ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად შექმნილ ჯგუფში SPEND 4 SEASONS IN GEORGIA გამოჩნდა და როგორც ადგილობრივი მოგზაურების, ისე უცხოელთა ყურადღება მიიპყრო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმის შენობის რამდენიმე პრეცედენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც არსებობს, მაგ., აშშ-ში კანზას-სიტის საჯარო ბიბლიოთეკა.
კომენტარები